გიორგი ბარამიძე - “ქოცების” ბინძური შანტაჟით შექმნილ არანაირ დოკუმენტზე ხელის მოწერა არ შეიძლება

“ქოცების” ბინძური შანტაჟით შექმნილ არანაირ დოკუმენტზე ხელის მოწერა არ შეიძლება,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ არასახელმწიფოებრივ, მოღალატეობრივ პოზიციასა და ოპოზიციის მორალურად, პოლიტიკურად და სამართლებრივად გამართულ პოზიციას შორის, "შუალედურის" ძებნა, პრინციპულად არასწორია.

„გულწრფელი მადლობა ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებს იმისათვის, რომ საქართველოს, ჩვენს ხალხსა და დემოკრატიას ასე აქტიურად გვერდში ედგნენ და ახლაც გვიდგანან.

მაგრამ ნათელია, რომ მათ შესაძლებლობებსაც აქვს ლიმიტი და ზღვარი, ამიტომ ახლა ყველაზე დიდი სიტყვა ქართველმა ხალხმა და ჩვენმა პატრიოტულმა, შეგნებულმა საზოგადოებამ უნდა თქვას და აიძულოს უზურპატორი ოლიგარქი, გადადგას ერთადერთი სწორი ნაბიჯი ქვეყანაში მის მიერ ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად და დანიშნოს ვადამდელი არჩევნები ისე, რომ პოლიტიკური პატიმრები (ნიკა მელია, გიორგი რურუა) ციხიდან გამოუშვან და პოლიტიკური დევნა (მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია, მამუკა ხაზარაძე, ავთანდილ წერეთელი და სხვა) შეწყვიტონ და საარჩევნო კანონმდებლობა და საარჩევნო ადმინისტრაცია იყოს ნორმალური.

ამიტომ „ქოცების“ ბინძური შანტაჟით შექმნილ არანაირ დოკუმენტზე ხელის მოწერა არ შეიძლება.

ჩვენი მშვიდობიანი, არაძალადობრივი ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ, რადგან ეს არის ერთადერთი არა მარტო მორალურად და სამართლებრივად, არამედ პოლიტიკური პრაგმატიზმის თვალსაზრისითაც სწორი გზა, რაც აუცილებლად (ცხადია მოთმინება და დრო დაგვჭირდება) გამარჯვებამდე მიგვიყვანს,“ - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა