გიორგი ვაშაძე - „ქართულ ოცნებას“ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა, იმიტომ, რომ დესტრუქციული ოპოზიცია მან ვერ აჩვენა

„ქართულ ოცნებას“ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა, იმიტომ, რომ დესტრუქციული ოპოზიცია მან ვერ აჩვენა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი პარტიის ჩანაფიქრი იყო, რომ დღევანდელი დღის მთავარი თემა ყოფილიყო ოპოზიციის დესტრუქციული ქმედება, თუმცა დღევანდელი დღის მთავარი თემა აღმოჩნდა ის, თუ სად არის „ქართული ოცნება“ და რატომ არ მოაწერა მან ხელი საბოლოო დოკუმენტს.

ვაშაძის განცხადებით, გაუგებარია, რატომ გადასცა „ქართულმა ოცნებამ“ მედიაციის მანდატი ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებს თუ დოკუმენტში მისთვის კრიტიკული საკითხების ნახვა არ სურდა.

„ყველაზე საინტერესო გუშინ რაც მოხდა და ჩემთვის იყო შოკისმომგვრელი, „ქართული ოცნების“ ბოიკოტი დასავლეთს. ეს იყო ბოიკოტი დასავლურ სამყაროს, რომ ისინი არ გამოცხადდნენ მოლაპარაკებებზე. კი ვინტერესდებოდი, რატომ გადაიდო შეხვედრები და მერე მივხვდი, რომ ამის გამო იყო. მაგრამ რა გათვლა ჰქონდა „ქართულ ოცნებას“?! მათი გათვლა იყო, რომ ოპოზიცია იქნებოდა ულტრარადიკალური, ჩვენ ვიტყოდით, რომ ეს დოკუმენტიც მიუღებელია და ისინი გამოვიდოდნენ და იტყოდნენ: აჰა ბატონო, არ აწერენ ხელს და რა ვქნათ? ამით დასავლეთს აჩვენებდნენ, რომ აი, მე კი მინდოდა, მე კი რაღაცას ვთმობდი, რაღაცაზე მზად ვიყავი, მაგრამ ოპოზიცია დესტრუქციულია და არაფერზე არ გვეთანხმება. „ქართულ ოცნებას“ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა, იმიტომ, რომ დესტრუქციული ოპოზიცია მან ვერ აჩვენა. მართლა მისი ამოცანა იყო, ეჩვენებინა, რომ ოპოზიცია ამაზეც არ მიდის, არაფერზე არ მიდის და ამით დაესრულებინა, რომ აღარ მინდა ამ ხალხთან მოლაპარაკება, ნუ მაიძულებ მათთან ლაპარაკს, ხომ ხედავთ თქვენც უარს გეუბნებიან, ყველას უარს ეუბნებიან, ვაშინგტონს უარს ეუბნებიან, ბრიუსელს უარს ეუბნებიან, ხალხს უარს ეუბნებიან და ამას შეფუთავდა და ეს იქნებოდა დღევანდელი დღის მთავარი თემა. არადა, დღევანდელი დღის მთავარი თემა არის, რომ - სად არის „ქართული ოცნება“? რატომ არ მოაწერეს საბოლოო დოკუმენტს ხელი? რატომ გადასცა მედიაციის მანდატი ევროპულ და ამერიკულ მხარეს თუ მას არ უნდოდა დოკუმენტში ენახა მისთვის კრიტიკული საკითხები?“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ამასთანავე, ვაშაძის განმარტებით, გუშინ მედიატორი მხარის მიერ დადებული ახალი დოკუმენტი მისთვის მისაღებია, რადგან მასში არის ასახული შარლ მიშელის მიერ განსაზღვრული 5-ვე საკითხი.

„პოლიტსაბჭოზე ვიმსჯელებთ, როგორც კი გავიგებთ „ქართული ოცნების“ პოზიციას.

ეს დოკუმენტი ჩემთვის მისაღებია, იმიტომ, რომ შარლ მიშელთან შეხვედრის დროს 5-ვე პუნქტზე რომ უნდა იყოს გადაწყვეტა, 5-ვე პუნქტზე გადაწყვეტა დევს. ახლა ვიღაცას რაღაცა მეტი უნდა, ნაკლები უნდა, ვიმსჯელოთ! დამოუკიდებელ აზრს მე ყოველთვის პატივს ვცემ, მაგრამ სრული დასაბუთება აქვს ჩემს პოზიციას ამ დოკუმენტთან დაკავშირებით“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

იხილეთ ვიდეო: გიორგი ვაშაძე - „ქართულ ოცნებას“ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა, იმიტომ, რომ დესტრუქციული ოპოზიცია მან ვერ აჩვენა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო