საქართველოს უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნები თურქეთი, რუსეთი და ჩინეთია

2021 წლის იანვარ-მარტში, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი, მსუბუქი ავტომობილების სახით იყო წარმოდგენილი. აღნიშნულის იმპორტმა 168.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამავე პერიოდში უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნები- თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი.

„2021 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 71.5 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (343.3 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (220.4 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (182.8 მლნ. აშშ დოლარი).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2021 წლის იანვარ-მარტში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 168.5 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 8.6% შეადგინა.

მეორე ადგილს იკავებდა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 145.8 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.5%), ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 141.9 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.3%)”,- ნათქავამია საქასტატის ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს