გურამ მაჭარაშვილი - შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს ჩვენ ხელი უკვე მოვაწერეთ - ჩვენთვის გაუგებარია, რატომ არსებობდა ახალი ვარიანტის შემოთავაზების საფუძველი

შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს ჩვენ ხელი უკვე მოვაწერეთ. რაც შეეხება ახალ ვარიანტს, ჩვენთვის საერთოდ გაუგებარია, რატომ არსებობდა ახალი ვარიანტის შემოთავაზების საფუძველი, - ასე პასუხობს „ქართული ოცნების" დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი კითხვას, მოაწერს თუ არა მმართველი პარტია ხელს იმ დოკუმენტს, რომელიც ევროკავშირის წარმომადგენლობაში პოლიტიკურ გაერთიანებებს გუშინ შესთავაზეს.

მაჭარაშვილის განცხადებით, ახალი ვარიანტი საჭირო საერთოდ არ იყო.

„ჩვენ ჩვენი მომეტებული პასუხისმგებლობის ფარგლებში პირველ ვარიანტზე ხელმოწერით დავადასტურეთ, რომ ჩვენი აზროვნება სახელმწიფოებრივია და ახლა ოპოზიციის პასუხს ველოდებით. ჩვენი აზრით, ახალი ვარიანტის შემოთავაზების საფუძველი საერთოდ არ არსებობდა, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ოპოზიცია ხელს არც ამ დოკუმენტს აწერს. რამდენჯერ უნდა დადასტურდეს, რომ ოპოზიციას არ ადარდებს არც სახელმწიფო და არც საზოგადოება, რომელიც მომხრეა, რომ პოზიცია და ოპოზიციაც პარლამენტში იხილოს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ახალი ვარიანტი საჭირო საერთოდ არ იყო. პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოში არ იმყოფება, პრემიერ-მინისტრი და პარტიის აღმასრულებელი მდივანი თვითიზოლაციაში არიან. ასევე უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატიც თვითიზოლაციაშია, ამის გამო ვერ ხერხდება პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის შეკრება. ამაზე მეტი კონკრეტული პასუხი სანამ პოლიტსაბჭოს სხდომა არ იქნება, ვერ გვექნება", - განუცხადა ჟურნალისტებს გურამ მაჭარაშვილმა.

უმრავლესობის წევრი იმასაც ამბობს, რომ ახალ შეთავაზებაში ძირითადად ახალი არაფერია.

„მასში ჩამატებულია ჩვენს მიერვე ინიცირებული 40 - პროცენტიანი მხარდაჭერის პრინციპი, თუმცა ამ მხრივ პროცენტებზე ვაჭრობა სწორად არ მიმაჩნია. რაც შეეხება ე.წ. პოლიტპატიმრების თემას, ჩვენ მზად ვიყავით, გვესაუბრა იმ ამნისტიასთან დაკავშირებით, რაც ჩვენს მიერ ხელმოწერილ დოკუმენტშია. ოპოზიციამ ამაზეც უარი განაცხადა", - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს