არმაზ ახვლედიანი მზადაა, შეთანხმების დოკუმენტს შეუერთდეს და პარლამენტში შევიდეს, თუ მას „ქართული ოცნება“ ხელს მოაწერს

პარლამენტის არჩეული დეპუტატის, არმაზ ახვლედიანის განცხადებით, თუ „ქართული ოცნება“ შარლ მიშელის შემოთავაზებულ დოკუმენტს ხელს მოაწერს და შესაბამისად, მის პირობებს შეასრულებს, მზადაა დოკუმენტს ხელმოწერით თავადაც შეუერთდეს და პარლამენტში შევიდეს.

როგორც ახვლედიანმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ყოველგვარ პარტიულ ინტერესზე მაღლა საქართველოს ინტერესი დგას.

„აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტ მიშელის ეს უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი საქართველოში შექმნილი უმწვავესი, მრავალშრიანი კრიზისიდან გამოსავლის ზეპარტიული საუკეთესო გონივრული გზაა. მხარს ვუჭერ მის სულისკვეთებასა და უპირველესად მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, არამხოლოდ ხელი მოაწეროს ამ დოკუმენტს, არამედ საკუთარი მტკიცე პოლიტიკური ნების, ოპოზიციის აქტიური და პასუხისმგებლიანი თანამონაწილეობით და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის საფუძველზე უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფოებრივი და ეროვნული ინტერესების შესაბამისობაში მყოფი ამ გეგმის განხორციელება იმისთვის, რომ დასრულდეს მრავალწლიანი უნდობლობის, სისტემური უსამართლობისა და არადემოკრატიული მმართველობის ეპოქა და საქართველო გახდეს არსით ადამიანზე ორიენტირებული, ევროატლანტიკური მისწრაფებების მქონე წარმატებული ეკონომიკისა და დემოკრატიული მოწყობის ქვეყანა. მე ხელს მოვაწერ და მზად ვარ შევიდე პარლამენტში, თუ იქნება ამ პირობებით შეთანხმება მიღწეული „ქართული ოცნების“ მიერ. რა თქმა უნდა, პატივს ვცემ ყველა ოპოზიციური პარტიის დამოკიდებულებასა და აზრს, ასევე, ცალკეული პოლიტიკოსების აზრს, მაგრამ ჩემთვის ყოველგვარ პარტიულ ინტერესზე მაღლა დგას საქართველოს ინტერესი და რომ ეს ასეა, დამტკიცებული მაქვს მრავალგზის ჩემი გადაწყვეტილებებით. ახლაც ასე ვფიქრობ და ასე მოვიქცევი“,- განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

ინფორმაციისთვის, არმაზ ახვლედიანი პარლამენტში „ევროპული საქართველოს“ პარტიული სიით შევიდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა