გიორგი ვაშაძე - თაკო ჩარკვიანთან კომუნიკაცია მქონდა, დავსხდებით და დეტალურად გავივლით - სამართლიანი არაა იმის თქმა, რომ ახალი დოკუმენტი მნიშვნელოვანი არ არის

„სატრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ მედიატორის ახალ დოკუმენტთან დაკავშირებით, მისი ბლოკის წევრის თაკო ჩარკვიანის პოზიცია განმარტა და აღნიშნა, რომ ჩარკვიანს ცალკე პარტია აქვს და ბუნებრივია, რომ მას შეიძლება განსხვავებული პოზიცია ჰქონდეს.

როგორც ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა, სამართლიანი არ არის იმის თქმა, რომ ახალი დოკუმენტი მნიშვნელოვანი არ არის და მნიშვნელოვანი ცვლილებები ვერ მოიპოვა ოპოზიციამ, რადგან საკონსტიტუცია ცვლილებების თვალსაზრისითაც ის უპრეცედენტოა.

„ჯერ ერთი, ცალ-ცალკე პარტიებია ეს და მას აქვს საკუთარი მოსაზრება, ისევე როგორც „ძალა ერთობაშიაშიც“ განსხვავებული მოსაზრებაა „რესპუბლიკურ პარტიასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის. მე ეს აბსოლუტურად ბუნებრივი მგონია, მე თაკო ჩარკვიანთან გარკვეული კომუნიკაცია, რა თქმა უნდა, მქონდა და დავსხდებით და დეტალურად გავივლით. არ მგონია სამართლიანი, რადიკალურად შევაფასოთ ეს დოკუმენტი, რომ არაფერი არ არის, იმიტომ, რომ ასე არ არის. პრეცედენტები რაც ამ დოკუმენტმა დაამკვიდრა და დააფიქსირა საქართველოში, არ დაფიქსირებულა.

იმავეს ვიტყვი პოლიტპატიმრებზე, საკონსტიტუციო ცვლილებები, რაც ჩვენ წამოვიღეთ, არ მომხდარა საქართველოში არასდროს, ვერ მეტყვით ვერც ერთი ოპოზიციის მუშაობის დროს, მარტო ამ 9 წელში კი არა, წინა 9 წელში და იმის წინა 9 წელშიც. ამიტომ მიხარია მაქსიმალიზმი, ძალიან კარგია, მაგრამ არსებობს ზღვარი. ჩემი აზრით, ჩვენ გარკვეული გამარჯვება მოვიპოვეთ ამაში, „ქართულმა ოცნებამაც“ უნდა იფიქროს, რომ გამარჯვება მოიპოვა, იმიტომ, რომ შეთანხმებისკენ მივდივართ ანუ საქართველომ უნდა გაიმარჯვოს, მაგრამ რაღაც მომენტებში არის, რომ ჩვენ თუ ზღვარს გადავალთ და დასავლეთის მხარდაჭერას დავკარგავთ, თუ ამ დონეზე დავეცით, მე არ მგონია, რომ ეს სწორი სცენარი იყოს,“- განაცხადა ვაშაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს