ეკატერინე ტიკარაძე გაეროს ბავშვთა ფონდის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გაეროს ბავშვთა ფონდის რეგიონულ დირექტორს ავშან ხანის შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა კოვიდ-19-ის ვაქცინაციასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. მინისტრმა გაეროს ბავშვთა ფონდის რეგიონულ დირექტორს დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია იმუნიზაციის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე პირველადი ჯანდაცვის რეფორმასა და ამ რეფორმის ფარგლებში ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების საკითხებზე ისაუბრეს. გაეროს ბავშვთა ფონდი, ევროკავშირის ფინანსური დახმარებით, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში ტელემედიცინის დანერგვის პროცესს იწყებს.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სწორედ მაღალხარისხიანი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული და პიროვნებაზე ორიენტირებული პირველადი ჯანდაცვის სერვისების მიწოდება ცალკეულ პირთა ჯანმრთელობის საჭიროებებს კიდევ უფრო გააუმჯობესებს.

მინისტრმა გაეროს ბავშვთა ფონდს, ვაქცინაციის პროცესის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ იმუნიზაციის მიმდინარეობისა და ახალი ვაქცინების დანერგვის მიმართულებით მათი როლი ძალიან მნიშვნელოვანია.

“გაეროს ბავშვთა ფონდი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროებში ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია. შეხვედრაზე ვაქცინაციის პროცესი და სოციალური საკითხები განვიხილეთ. გაეროს ბავშვთა ფონდმა იმუნიზაციის პროცესში ძალიან დიდი დახმარება გაგვიწია. საუბარი შეეხო ევროკავშირის დახმარებით მიმდინარე პირველადი ჯანდაცვის რეფორმასაც, განსაკუთრებით ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარებასა და ტელემედიცინის დანერგვას“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გაეროს ბავშვთა ფონდის რეგიონულმა დირექტორმა, ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების მიმართ მხარდაჭერა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოხატა.

„მინისტრთან რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ, მათ შორის იყო ვაქცინაციის პროცესი და ეპიდვითარება. მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს მუშაობა, რათა ვაქცინაცია უფრო მეტი ადამიანისთვის გახდეს ხელმისაწვდომი. სანიტარული ნორმების დაცვა და პირბადის ტარება პანდემიის შეკავებას ძალიან უწყობს ხელს. გარდა ამისა, შეხვედრაზე პირველადი ჯანდაცვის რეფორმასა და მის გაძლიერებაზეც ვისაუბრეთ“,- განაცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის რეგიონულმა დირექტორმა ავშან ხანიმ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო