მამუკა ხაზარაძე - დოკუმენტი არის კომპრომისული და პირადად მე ვეთანხმები - დადგა დრო მივიღოთ გადაწყვეტილება და პროცესები გადავიდეს პარლამენტში

„ლელო საქართველოსთვის” თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მედიატორების მიერ შედგენილი დოკუმენტი კომპრომისულია, თუმცა არის დაუზუსტებელი საკითხები, მათ შორის ნიკა მელიას თემა.

როგორც ხაზარაძემ პოლიტსაბჭოს სხდომამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ის ფაქტი, რომ „ქართული ოცნება” ხელს არ აწერს დოკუმენტს, არის ლუსტრაცია, რომ მათ შეთანხმება არ უნდათ.

„დღეს პოლიტსაბჭოზე გვექნება ამ დოკუმენტის განხილვა. ეს დოკუმენტი არის მაქსიმალურად შეჯერებული და აქ გათვალისწინებულია ყველა მხარის პოზიცია. ის ფაქტი, რომ „ოცნება“ ხელს არ აწერს დოკუმენტს, არის ლუსტრაცია, რომ მათ არ უნდათ შეთანხმება და ეს ნათლად მეტყველებს იმ ფაქტზე, რომ „ქართულ ოცნებას” ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობის გახანგრძლივება უნდა.

დღეს მივემგზავრებით ბრიუსელში და გავაგრძელებთ კონსულტაციებს, ბევრი შეხვედრა გვაქვს ჩანიშნული. შესაბამისად, კიდევ ვეცდებით გავაძლიეროთ ნდობა, რომელიც ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა გამოგვიცხადეს.

დოკუმენტი არის კომპრომისული და პირადად მე ვეთანხმები ამ დოკუმენტს, მაგრამ არის რამდენიმე ტექნიკური საკითხი, მათ შორის მელიას საკითხი, თუ როგორ უნდა იყოს გადაწყვეტილი. იცით, რომ თუ მელია არ იქნება გარეთ, „ლელო” არ აპირებს პარლამენტში შესვლას. ამ საკითხების დაზუსტება არის მნიშვნელოვანი ჩვენს პარტნიორებთან”,- განაცხადა ხაზარაძემ.

კითხვაზე, შევა თუ „ლელო” პარლამენტში იმ შემთხვევაში, თუ სხვა ოპოზიციური პარტიები არ შევლენ, ხაზარაძე ამბობს, რომ „ლელო“ ყოველთვის დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას იღებს”.

„ფრაგმენტულად შესვლაზე საუბარი ძალიან დიდი შეცდომაა. ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ შესვლაზე და ისეთი დოკუმენტის ხელმოწერაზე, სადაც არა მარტო საკონსტიტუციო უმრავლესობა იქნება, არამედ უმრავლესობა - ოპოზიცია, ვინც გარეთ არის, შევა პარლამენტში იმიტომ, რომ ქვეყანაში დაიწყოს გადატვირთვა. ეს არის სასამართლო რეფორმა, საარჩევნო სისტემის რეფორმა, პოლიტპატიმრების თემა და ა.შ. საუბარი არ არის რაღაც რაოდენობის მოგროვებაზე, რომ უმრავლესობა შეიქმნას. დადგა დრო მივიღოთ გადაწყვეტილება და ბოიკოტიდან, რომელმაც საკმაოდ სერიოზული შედეგი გამოიღო, პროცესები გადავიდეს პარლამენტში“,- განაცხადა ხაზარაძემ.

იხილეთ ვიდეო:მამუკა ხაზარაძე - დოკუმენტი არის კომპრომისული და პირადად მე ვეთანხმები

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა