„ლელო საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს სხდომას მართავს

„ლელო საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს სხდომას მართავს. პარტიის წევრებმა მედიატორების მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტზე უნდა იმსჯელონ და საკუთარ პოზიციაზე შეჯერდნენ.

„ლელოს” წევრის ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, ეს დოკუმენტი საკმაოდ მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ პოლიტიკური ძალები და ქვეყანა გარკვეულ კალაპოტში მოექცეს.

„ვერ ვიტყვით, რომ ეს დოკუმენტი საოცარია, მაგრამ ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი დოკუმენტი იმისთვის, რომ ამ ეტაპზე პოლიტიკური კრიზისის ფონზე კალაპოტში მოქცევის შესაძლებლობა მისცეს როგორც პოლიტიკურ ძალებს, ისე ქვეყანას. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ის, რომ დოკუმენტი მოწოდებულია თავად პარტნიორების მხრიდან.

ვისურვებდი, რომ არჩევნები პირდაპირ დანიშნულიყო და არ ყოფილიყო მიბმები, მაგრამ ის, რომ საერთოდ არ იყოს ვადამდელი არჩევნების თემა, რაც ასე უნდოდა “ქართულ ოცნებას”, ეს ცუდი იქნებოდა”,- განაცხადა ჩიხრაძემ.

შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წინადადებით, პოლიტპატიმრებად აღქმული პირები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების გაფორმებიდან ერთი კვირის ვადაში უნდა გათავისუფლდნენ. ამასთან, შეთანხმება გულისხმობს საარჩევნო რეფორმას, მათ შორის დოკუმენტის მიხედვით, მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება სრულად პროპორციული. შემდეგი ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის კი ბარიერი იქნება ბუნებრივიდან 2%-მდე.

გარდა ამისა, დოკუმენტი ითვალისწინებს სასამართლო რეფორმასაც, რომლის მიხედვითაც, ამ საპარლამენტო ვადაში, ფართომასშტაბიანი, ინკლუზიური და ყველა პარტიის მონაწილეობით შემუშავებული რეფორმების გზაზე პირველი ნაბიჯის გადადგის ნიშნად, პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს ამბიციური სასამართლო რეფორმა. ამასთან, პარლამენტის წევრები ოპოზიციური პარტიებიდან უხელმძღვანელებენ ხუთ კომიტეტს, საიდანაც ორი კომიტეტი შერჩეული იქნება ქვემოთ მოყვანილი სიიდან: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი; იურიდიულ საკითხთა კომიტეტი; ადამიანის უფლება თადაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი; საბიუჯეტო და საფინანსო კომიტეტი; საგარეო საქმეთა კომიტეტი.

დოკუმენტის მიხედვითვე, ქართული ოცნების 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების შესაბამისად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია ქართული ოცნება მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43% -ზე ნაკლებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა