რატი იონათამიშვილი - დერეფანში საქმიანობის განხორციელება ძალიან არასერიოზულია - „გირჩის" 7 პუნქტიც დაახლოებით იგივე შინაარსის არის, რაც დერეფანში საქმიანი შეხვედრების გამართვა

დერეფანში საქმიანობის განხორციელება ძალიან არასერიოზულია - „გირჩის" 7 პუნქტიც დაახლოებით იგივე შინაარსის არის, რაც დერეფანში საქმიანი შეხვედრების გამართვა,- ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი ჟურნალისტებთან "გირჩის" გეგმას, მივიდნენ პარლამენტში და გაიცნონ იქ ადამიანები.

მისივე თქმით, თუ მათ სურთ, რომ კონსტრუქციული როლი შეასრულონ ქართულ პოლიტიკაში, სრულფასოვნად უნდა ჩაერთონ საპარლამენტო საქმიანობაში

„რაც შეეხება „გირჩის" გადაწყვეტილებას, მოვიდეს პარლამენტში იმისთვის, რომ დერეფნებში გამართოს შეხვედრა, მე მათ ვურჩევდი, რომ ჩაერთონ სრულფასოვნად საპარლამენტო საქმიანობაში. ეს იქნება მნიშვნელოვანი მათთვის, რომ მათი მხარდამჭერების პოზიციის გაზიარება მოხდეს და ეს იქნება პასუხისმგებლობის აღება. ასე რომ, თუ მათ სურთ, რომ კონსტრუქციული როლი შეასრულონ ქართულ პოლიტიკაში, სრულფასოვნად უნდა ჩაერთონ საპარლამენტო საქმიანობაში. მათ თქვეს, რომ მოვლენ პარლამენტში და დერეფნებში ეცდებიან შეხვედრას, ჩვენ ვთავაზობთ, რომ ჩაერთონ საკომიტეტო საქმიანობაში, სესიაზე მიიღონ მონაწილეობა დებატებში, თუ ამისგან თავს იკავებენ, მაშინ ვფიქრობ, მხოლოდ დერეფანში საქმიანობის განხორციელება ძალიან არასერიოზულია და ამაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ. მათი 7 პუნქტიც დაახლოებით იგივე შინაარსის არის, რაც დერეფანში საქმიანი შეხვედრების გამართვა“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

ცნობისათვის, „გირჩი" პარლამენტში მისვლას დღეს, დაახლოებით 13:00 საათისთვის გეგმავს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა