ელენე ხოშტარია - დეპუტატი არ ვიქნები - უწესობაა პარტიიდან წამოსვლა და მანდატით სარგებლობა

პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია პარლამენტში შესვლასა და მანდატით სარგებლობას არ აპირებს.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, „ევროპული საქართველოდან“ წამოსვლის შემდეგ მანდატით სარგებლობა, არასწორი იქნება.

„დეპუტატი არ ვარ და არ ვიქნები, პარტიიდან წამოსვლა ნიშნავს სიიდან წამოსვლას. უწესობაა პარტიიდან წამოსვლა და მანდატით სარგებლობა. ახლა კონსულტაციებს გავდივარ ოპოზიციასთან და ზოგადად დამოკიდებულებას მერე ვიტყვი“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა