იმერეთის აგროზონასა და საქართველოს შემფუთველთა კლასტერსა (PMAG) შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ერთობლივი კროს-კლასტერული პროექტების განხორციელების მიზნით, საქართველოს შემფუთველთა კლასტერსა (PMAG) და შ.პ.ს „იმერეთის აგროზონას“ შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მემორანდუმს ხელი შ.პ.ს „იმერეთის აგროზონის“ დირექტორმა, არჩილ ბუკიამ და საქართველოს შესაფუთი მასალების მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ზაზა მჭედლიშვილმა მოაწერეს.

ინფორმაციის თანახმად, მემორანდუმი შესაფუთი მასალების მწარმოებლებსა და სასათბურე მეურნეობის სექტორში, მოქმედ კომპანიებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას მიზნად ისახავს. ასევე, ერთობლივი პროექტების განხორციელებას და სასათბურე შესაფუთი მასალების წარმოებაში, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობას ითვალისწინებს.

„მემორანდუმი ითვალისწინებს, მხარეებისთვის აქტუალურ თემებზე ერთობლივი კვლევების ჩატარებას და ცოდნის, უნარების და გამოცდილების გაზიარებას.

საქართველოს შემფუთველთა კლასტერი (PMAG) გაეროს განვითარების პროგრამის მიერ მხარდაჭერილ შესაფუთი მასალების კლასტერს წარმოადგენს. რომელიც 40-ზე მეტ კომპანიას აერთიანებს და მიზნად ისახავს, შესაფუთი მასალების ინდუსტრიისა და მისი ინდივიდუალური წევრების დახმარებას. ასევე, ღირებულებათა ჯაჭვის სხვადასხვა ეტაპზე თანამშრომლობის გაღრმავების გზით, პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ზრდას.

შ.პ.ს „იმერეთის აგრო ზონა“ სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით შეიქმნა. სასათბურე მეურნეობების განვითარების პროექტი წყალტუბოსა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში, 220 ჰექტარ ფართობზე მაღალი, საშუალო და დაბალტექნოლოგიური სათბურების, ლოგისტიკის და გაყიდვების ცენტრის, გადამმუშავებელი საწარმოების და სხვადასხვა დამხმარე ბიზნესების შექმნას და განვითარებას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა