ისრაელის ელჩი არ გამორიცხავს, რომ ისრაელში საქართველოს მოქალაქეებისთვის დასაქმების კვოტა გაიზარდოს

ისრაელის ელჩი საქართველოში რან გიდორი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ისრაელში 1 000 ქართველის დასაქმება იგეგმება, თუმცა, შესაძლოა, დასაქმების კვოტის გაზრდის საკითხიც განიხილონ.

„ჩვენ 1 000 ქართველის კვოტით დავიწყეთ და თუკი პროცესი წარმატებულად და შეუფერხებლად განხორციელდება, შესაძლოა, კვოტის გაზრდის საკითხიც განვიხლოთ“, - უპასუხა ელჩმა „ინტერპრესნიუსის“ შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, იგეგმება თუ არა ისრაელში საქართველოს მოქალაქეების დასაქმების კვოტის გაზრდა.

შეგახსენებთ, ისრაელში დასაქმების მსურველების რეგისტრაცია საქართველოში რამდენიმე დღის წინ დაიწყო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა