შალვა პაპუაშვილი - გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ჩვენი პოზიცია უკვე დავაფიქსირეთ და ხელიც მოვაწერეთ, გუშინდელ შეხვედრაზე საკონსულტაციო ჩვენი ოპონენტების მიმართულებით იყო

გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ჩვენი პოზიცია უკვე დავაფიქსირეთ და ხელიც მოვაწერეთ, გუშინდელ შეხვედრაზე საკონსულტაციო ჩვენი ოპონენტების მიმართულებით იყო - გადაწყვეტილება გუშინ მათ ჰქონდათ მისაღები, - ასე ხსნის უმრავლესობის დეპუტატი შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის წარმომადგენლობაში გამართულ შეხვედრაზე „ქართული ოცნების" არყოფნის მიზეზს.

„ჩვენ რამდენიმე დღის წინ ხელი მოვაწერეთ შარლ მიშლის პირადი წარმომადგენლის დენიელსონის მიერ შემუშავებულ დოკუმენტს. აღნიშნული დიკუმენტი პარტიებთან მრავალდღიანი კონსულტაციების შედეგად შემუშავდა. ჩვენ ამ შეთანხმებას უპირობოდ მოვაწერეთ ხელი.

ასევე ვიხილეთ ჩვენი ოპონენტების შეფასებები, რომ აღნიშნული შეთანხმების დოკუმენტი ფარატინა ქაღალდია. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ჩვენი პოზიცია უკვე დავაფიქსირეთ და ხელიც მოვაწერეთ, გუშინდელ შეხვედრაზე საკონსულტაციო ჩვენი ოპონენტების მიმართულებით იყო. შესაბამისად, ბურთი ჩვენი ოპონენტების მხარესაა და გადაწყვეტილება გუშინ მათ ჰქონდათ მისაღები. როგორც ვნახეთ, ჩვენი ოპონენტები შეცვლილ დოკუმენტსაც იწუნებენ და არც ამ დოკუმენტზე სურთ ხელმოწერა", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ცოტა გაუგებარია, რატომ აისახა გარკვეული საკითხები გუშინ წარმოდგენილ, შეცვლილ დოკუმენტში.

„ჩვენი გუნდის შეთავაზებაა, მხარდაჭერის 40%-იანი პრინციპი, რაც თავის მხრივ 8 მარტის შეთანხმების საფუძველზე შემოღებული ქვედა ზღვარია. ეს უკვე არის კონსტიტუციურ -სამართლებრივი რიცხვი. ყველა სხვა რიცხვი, ამ შემთხვევაში 43%, არის სხვა პრინციპი, თუმცა გუნდში განხილვისათვის მზად ვართ.

რაც შეეხება გიორგი რურუას თემას, ის პოლიტიკოსი არ არის. მსჯავრი აქვს იარაღის უკანონო ტარებაზე და ამ თემის პოლიტიკური შეთანხმების საკითხში შემოტანა მართლმსაჯულებაში პირდაპირი და უხეში ჩარევაა. ამიტომ ჩვენ ამას არ ვაპირებთ", - განაცხადა გიორგი პაპუაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა