ნათია თურნავა - მოხარული ვარ, რომ ავიაკომპანია „ვიზეარმა“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები აღადგინა

მოხარული ვარ, რომ ავიაკომპანია „ვიზეარმა“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები აღადგინა,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მინისტრის თქმით, ამის ფონზე ეტაპობრივად მიმდინარეობს ტურისტული სექტორის აღდგენაც.

„დიდი გამოწვევაა პანდემიის მესამე ტალღა, რომელშიც ვიმყოფებით, მაგრამ საკმაოდ დიდი ენერგია დაიხარჯა უსაფრთხოების პროტოკოლებისა და ზომების დანერგვაში. ქუჩებში გამოჩნდნენ პირველი ტურისტები და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, „ვიზეარმა“ - ჩვენმა ცნობილმა პარტნიორმა და დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ უკვე აღადგინა ფრენები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. პირველი რეისი უკვე შესრულდა ვილნიუსიდან, ასევე შესრულდა რეისი ვარშავა-ქუთაისის მიმართულებით“,- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან, ნათია თურნავას ინფორმაციით, კომპანიის მიერ მაისიდან იგეგმება კიდევ რამდენიმე მიმართულების აღდგენა. მათ შორის, რიგიდან და დორტმუნდიდან. ეტაპობრივად აღდგება სხვა მიმართულებებიც.

„ჩვენი ამოცანაა, რომ ძალიან მაღალი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ტურიზმის აღდგენის პირველ ტენდენციებს, შევასრულოთ ყველა რეგულაცია, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, გავუფრთხილდეთ ქვეყნის სტუმრებს და არ დავუშვათ ვირუსის იმ დონეზე გავრცელება, რაც მომავალში ხელს შეგვიშლის ტურიზმის სექტორის აღდგენაში“,- აღნიშნა ნათია თურნავამ.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა