დედამიწის დღესთან დაკავშირებით თბილისის მერიამ და ისრაელის საელჩომ საქართველოში გამწვანების აქცია გამართა

დედამიწის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, არტოს ბაღში, ისრაელის საელჩოს ინიციატივით, სხვადასხვა სახეობის 15 ძირი, 3 მეტრზე მაღალი ხე დაირგო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამწვანების აქციაში მონაწილეობა თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ და ისრაელის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში რან გიდორმა მიიღეს.

„მოხარული ვარ შევუერთდე ისრაელის ელჩის ინიციატივას. მოგეხსენებათ, სულ ცოტა ხნის წინ, არტოს ბაღს დაერქვა გია ყანჩელის სახელი და მუნიციპალიტეტი ახლო მომავალში გეგმავს ამ პარკის რეაბილიტაციას. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენთვის ძალიან პრიორიტეტულია ახალი მწვანე ნარგავების გაჩენა და ბევრი რეკრეაციული სივრცის რეაბილიტაციასაც ვახორციელებთ. მსგავსი ინიციატივები მისასალმებელია კერძო პირების მხრიდან, რათა წახალისდეს და ხელი შეეწყოს გამწვანებას“, - აღნიშნა ანდრია ბასილაიამ.

ამასთან, გამწვანების აქციაში მონაწილება გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ პაატა ტოგონიძემ და მოხალისეთა ჯგუფმაც მიიღო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა