სანდრო რაქვიაშვილი - პირველი, რასაც დავაყენებთ, იქნება ეროვნული ბანკის რეფორმირება

ყველას დაველაპარაკებით, ვინც დაინტრესებული იქნება, რომ რეფორმები მოვამზადოთ - პირველი, რასაც დავაყენებთ, ეროვნული ბანკის რეფორმირება იქნება, - ამის შესახებ “გირჩის" ერთ - ერთმა ლიდერმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, თუ მათ მიერ მომზადებული კანონპროექტები კენჭისყრაზე დადგება, დარბაზში შევლენ და მხარს დაუჭერენ.

"ჩვენ მოვამზადებთ ყველა მნიშვნელოვან კანონპროექტს, კომიტეტზე რომ რაღაც დოკუმენტი გადის, კომიტეტში ხომ არ ჩნდება, მანამდე მზადდება, მანამდე შეთანხმება ხდება სხვადასხვა ინტერესების ჯგუფების. ეს არის სამუშაო და ამას გავაკეთებთ. ყველას დაველაპარაკებით, ვინც დაინტერესებული იქნება, რომ ეს რეფორმები მოვამზადოთ. თუ ის კენჭისყრაზე იქნება დაყენებული, ჩვენ ბუნებრივია, მივალთ და მხარს დავუჭერთ, როგორ შეიძლება ხმა არ მივცეთ. პირველი, რასაც დავაყენებთ, იქნება ეროვნული ბანკის რეფორმირება, რადგან ეროვნული ბანკი არის მთავარი დამნაშავე ჩვენი ქვეყნის სიღარიბეში", - განაცხადა რაქვიაშვილმა.

ცნობისთვის, "გირჩის" წევრები ვახტანგ მეგრელიშვილი და იაგო ხვიჩია პარლამენტში მივიდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა