იაგო ხვიჩია - ელისაშვილმა ჩვენზე საშვი დაუშვა, რის გამოც მადლობლები ვართ, მასზე კრიტიკას ვერ დამაცდევინებთ

კეთილი იყოს „გირჩის“ ფეხი საქართველოს პარლამენტის შენობაში, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა.

როგორც ხვიჩია განმარტავს, ისინი პარლამენტის დერეფანში იქნებიან იქამდე, ვიდრე ხელისუფლება დოკუმენტზე ხელს არ მოაწერს, ან „გირჩის“ 7 პუნქტიდან ერთ-ერთს არ დათანხმდება.

„ჩვენ პარლამენტის შენობაში შემოვედით იმ გზის აღსასრულებლად, რომელიც ერთი კვირის, თუ 10 დღის წინ გამოვაქვეყნეთ. ჩვენ ვდგამთ ნაბიჯს ერთის მხრივ, ხელისუფლებისკენ იმაზე, რომ ველაპარაკოთ იმ კონკრეტულ საკითხებზე, რომელიც „გირჩს“ აწუხებს. 7 საკითხი იქნება მთავარი, რომელზეც „გირჩი“ ამ შენობაში იბრძოლებს. ჩვენ გვინდა ვიყოთ ხალხი, რომელმაც უნდა წაახალისოს შეთანხმება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი მეგობრების მიერ წარმოდგენილია დოკუმენტი, რომელიც ამ ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლას ემსახურება. შესაბამისად, ჩვენ გვინდა და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს დოკუმენტი ქართული პოლიტიკური სპექტრის მიერ აღსრულდეს. თუ ეს დოკუმენტი არ აღსრულდება, ეს იქნება პრობლემა, ვის მიერაც არ უნდა იყოს ის გამოწვეული. საბოლოო ჯამში, ეს იქნება პრობლემა ამ ქვეყნისთვის და ეს იქნება ამ ქვეყნით იმედგაცრუება ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის. დღეს, სიმბოლურად მოვაწერეთ ამ დოკუმენტს ხელი და ველოდებით პირველ რიგში, ხელისუფლების ხელმოწერას, რომ პირდაპირ შევიდეთ პარლამენტის დარბაზში. თუ ამას ხელისუფლება არ გააკეთებს, ველოდებით, 7-დან ერთი საკითხის დაკმაყოფილებას, რომ პარლამენტის დარბაზში პირდაპირ შევიდეთ. სანამ ეს მოხდება, ჩვენ კულვარებში, ან დერეფანში ველოდებით ჩვენს კოლეგებს, რომ ერთად შევიდეთ პარლამენტის დარბაზში.

პარლამენტში „ქართულ ოცნებას“ 90 დეპუტატი ჰყავს, უბრალოდ, შეუძლებელი მგონია, ამ პარლამენტში 90 დეპუტატიდან 90-ივე ისეთი იყოს, რომ 7-დან არც ერთი გეგმა ამ ქვეყნისთვის აუცილებლად არ მიაჩნდეს. ამ რწმენით შემოვედი ამ პარლამენტში და ამ რწმენით მინდა დაველაპარაკო ჩემ კოლეგებს ყველა პარტიიდან, როგორც ოპოზიციაში, ასევე ხელისუფლებაში“, - განაცხადა ხვიჩიამ.

კითხვაზე, ითანამშრომლებს თუ არა „გირჩი“ „მოქალაქეებთან“ და „ევროპელ სოციალისტებთან“, როგორც ოპოზიციურ პარტიებთან, ხვიჩია პასუხობს, რომ „ხელისუფლებასთან აბსოლუტურად გათანაბრებული ოპოზიცია უბრალოდ, ბუნებაში არ არსებობს“.

„ჩემი აზრით, ოპოზიცია არის ის, რომელიც ოპოზიციად პოიზიციონირებს, ანუ იბრძვის ოპოზიციური ხმებისთის. შეიძლება ზოგიერთი ოპოზიცია ვინმეს აზრით იყოს ლოიალური ვინმეს მიმართ, ვიღაც თამაშობდეს ხელისუფლების თამაშს, ვიღაც საერთოდ ხელისუფლებასთან იყოს შეკრული, მაგრამ მე რისიც მჯერა, არის ის, რომ აბსოლუტურად შეკრული და ხელისუფლებასთან აბსოლუტურად გათანაბრებული ოპოზიცია უბრალოდ, ბუნებაში არ არსებობს“, - აცხადებს ხვიჩია.

ის ალეკო ელისაშვილის განცხადებას, რომ ისინი პარლამენტში შესვლაზე წვალობენ და უფრო თამამი ნაბიჯებია საჭირო, ხვიჩია პასუხობს და აცხადებს, რომ „ელისაშვილის კრიტიკას ვერ დააცდევინებენ“.

„ჩვენ „გირჩის“ გზა გვაქვს. ელისაშვილმა ჩვენზე საშვი დაუშვა, ჩვენ რის გამოც მადლობლები ვართ, ამიტომ ელისაშვილის კრიტიკას ვერ დამაცდევინებთ. მოდით, ასე შეხედეთ ამ ამბავს - ჩვენ ვართ ხალხი, რომელმაც 3 მილიონახევარზე თქვა უარი, საბიუჯეტო დაფინანსებაზე, აქ მოვდივართ სამუშაოდ ისე, რომ გადასახადის გადამხდელის ხელფასს არ ვიღებთ, ჩვენ ჩვენი მიზნები გვაქვს, რა მიზნებიც თუ განვახორციელეთ, ამ ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის ძალიან კარგი იქნება, მაგრამ ზოგადად, ყველა კრიტიკოსს ახსოვდეს, რომ ჩვენ ამ პარლამენტში ბევრისგან განსხვავებით, ხელფასებს, პარტიულ დაფინანსებებს არ ვიღებთ, არ ვმონაწილეობთ არც ერთ ისეთ რამეში, რომელიც გადასახადების გადამხდელების ფულის ხარჯვასთანაა დაკავშირებული. შესაბამისად, ყველს ვთხოვ, რომ პატივისცემა გამოიჩინონ, ვინც პატივისცემას გამოიჩენს, ჩვენგანაც ანალოგიური დამოკიდებულება ექნებათ“, - განაცხადა ხვიჩიამ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო