არჩილ თალაკვაძესა და უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძესა და უკრაინის ვერხოვნა რადას თავმჯდომარეს დმიტრო რაზუმკოვს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, სადაც არჩილ თალაკვაძემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და უკრაინის სტრატეგიულ პარტნიორობასა და განსაკუთრებულ მეგობრობას.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, თალაკვაძემ ღრმა შეშფოთება გამოხატა რუსეთის მიერ უკრაინასა და მის საზღვრებთან განხორციელებული მილიტარიზაციის გამო, რაც ხელყოფს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.

თალკვაძის შეფასებით, რუსეთის მიერ უკრაინასა და მის საზღვრებთან განხორციელებული ქმედებები იმეორებს 2008 წლის სცენარს, როდესაც რუსეთმა საქართველოს ოკუპაციისთვის გამოიყენა სამხედრო წვრთნების მიზნით მობილიზებული სამხედროები.

მათივე ცნობით, არჩილ თალაკვაძემ სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ ამჟამინდელი ესკალაცია საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთლიანად ევროპისთვის, ამიტომ საქართველო იყენებს ყველა პლატფორმას, რათა მოუწოდოს საერთაშორისო საზოგადოებას, მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაუწიონ უკრაინას და შეაჩერონ რუსეთის დესტრუქციული და აგრესიული პოლიტიკა.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა გამოხატა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და მშვიდობიანი განვითარების უფლების მიმართ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა