ნიკა მელია - ჩემი თავისუფლებისთვის გირაოდ გასაღებული გამოსასყიდის გადახდა ჩემთვის მიუღებელია - მე ამ გარიგებაში ვერ და არ შევალ!

რა გამოდის - ძალმომრეობას იმიტომ არ შევეგუე, უკანონობას იმიტომ არ დავემორჩილე და უსამართლობაზე იმიტომ არ დავხუჭე თვალი, რომ მერე ჩემი თავისუფლებისთვის ვინმეს ან მე გირაოდ გასაღებული გამოსასყიდი გადაგვეხადა. ეს ჩემთვის მიუღებელია! - ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

მისივე განმარტებით, „ოცნებამ“ კარგად იცის, როგორ იკეტება ციხის კარი და ასევე მშვენივრად შეუძლია მისი გაღება.

„ჯერ პატიმრობა შემიფარდეს და მერე ჩემი თავისუფლებით დაიწყეს ვაჭრობა. ამ გზით მოპოვებული "თავისუფლების" შედეგი რა იქნება - შეწყალებული მოძალადე თანამდებობის პირები და პოლიციელები.

და თან იმ ფონზე, რომ ქვეყნისთვის აუცილებელი პოლიტიკური მიზანი მიუღწეველია და კრიზისის რეალური დაძლევის გზა არ იკვეთება.

მე ამ გარიგებაში ვერ და არ შევალ! ეს ჩემი შეუვალი პოზიციაა.

„ოცნებამ“ კარგად იცის, როგორ იკეტება ციხის კარი და ასევე მშვენივრად შეუძლია მისი გაღება“, - აცხადებს ნიკა მელია.

იხილეთ ვიდეო:ნიკა მელია - ჩემი თავისუფლებისთვის გირაოდ გასაღებული გამოსასყიდის გადახდა ჩემთვის მიუღებელია - მე ამ გარიგებაში ვერ და არ შევალ!

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს