არჩილ თალაკვაძე - პარლამენტში კორონავირუსის შიდა გავრცელების შეკავება მოვახერხეთ

პარლამენტში კორონავირუსის შიდა გავრცელების შეკავება მოვახერხეთ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, თანამშრომელთა ნაწილი კვლავ დისტანციურ რეჟიმშია გადაყვანილი, ხოლო დეპუტატები, რომელებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდნენ.

„მოხარული ვარ, რომ ჩვენი კოლეგები, რომლებსაც კოვიდ-19-ის ვირუსი ჰქონდათ დაუბრუნდნენ პარლამენტს და სამუშაო ფორმაში არიან. ჩვენ მოვახერხეთ შიდა გავრცელების შეკავება ყველა იმ ღონისძიების გამოყენებით, რომელსაც მივმართეთ, მათ შორის თანამშრომლების დიდი ნაწილი გადავიყავენთ დიტანციურ რეჟიმში. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, თუ რამდენად ეფექტურია ჯანდაცვის სამსახურების მიერ მოწოდებული რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულება იმ პერიოდში, როდესაც ვაქცინაცია მიმდინარეობს“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის რამდენიმე დეპუტატს კორონავირუსი დაუდასტურდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა