ხატია დეკანოიძე - ნიკა მელიამ მოგვცა პირადი მაგალითი იმის, თუ როგორ არ უნდა შეეგუო რეჟიმის უსამართლობას

მიუხედავად განსხვავებებისა, გვაქვს ერთი შეხედულება ჩვენს სამშობლოზე, რომ ის უნდა იყოს თავისუფალი და არ არის ერთი თავგასული ოლიგარქის უკანა ეზო, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ რიყეზე ოპოზიციური პარტიების ლიდერებისა და მხარდამჭერების შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ნიკა მელია არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა შეეგუო უსამართლობას და „როგორ უნდა ჩამოხსნა საბოლოოდ ნიღაბი იმ რეჟიმს, რომელმაც ბოლო წლების განმავლობაში, ადამიანების თავისუფლების ხარჯზე ყველაფერი იკადრა“.

„ამ ტრიბუნიდან განსაკუთრებულად მინდა მივესალმო ერთ ადამიანს, ჩვენს თანამებრძოლს და მეგობარს, რომელიც აუცილებლად თვალს გვადევნებს, ეს არის ნიკა მელია. ნიკა მელიას არის საპყრობილეში, ბიძინა ივანიშვილის პირადი ტყვე და მან მოგვცა პირადი მაგალითი იმის, თუ როგორ არ უნდა შეეგუო რეჟიმის უსამართლობას და როგორ უნდა ჩამოხსნა საბოლოოდ ნიღაბი იმ რეჟიმს, რომელმაც ბოლო წლების განმავლობაში ყველაფერი იკადრა ადამიანების თავისუფლების ხარჯზე. ამ ქვეყანაში მთავარ პრობლემად და უმთავრეს გამოწვევად მიმაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი კადრულობს ყველაფერს. განსაკუთრებულად ეს არის ადამიანების თავისუფლებით ვაჭრობა, როდესაც მეკითხებიან უნდა ვიყო თუ არა პრაგმატული, მე არ შემიძლია პრაგმატულად მივუდგე ჩემი მეგობრების ყოფნას ციხეში და ვითამაშო იმ გამოწვევებით, რომელსაც ჰქვია სასამართლოში წარმოუდგენლად მძიმე მდგომარეობა, პოლიციის თავგასულობა და ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი, ჩვენი მოქალაქეების უდიდესი გაჭირვება.

ამ ქვეყანას ნამდვილად აქვს ნათელი მომავალი, ნატო, ევროკავშირი და თავისუფლება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მიუხედავად განსხვავებებისა, გვაქვს ერთი შეხედულება ჩვენს სამშობლოზე, რომ ის უნდა იყოს თავისუფალი და ის არ არის ერთი თავგასული ოლიგარქის უკანა ეზო, ამიტომ 15 მაისს ყველა უნდა შევიკრობოთ და ვუთხრათ ხელისუფლებას, თუ ისეთივე თავგასულები იქნებით, აუცილებლად გაიგებთ ადამიანების ხმას და თავისუფალი ქვეყნის თავისუფალი მოქალაქეების ხმას“, - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა