გიგა ბოკერია არმაზ ახვლედიანისა და შალვა შავგულიძის პოზიციას „სერიოზულ შეცდომად” აფასებს

სერიოზული შეცდომა იქნება, - ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ პარტიის სიით არჩეული პარლამენტის დეპუტატების არმაზ ახვლედიანის და შალვა შავგულიძის განცხადებები.

როგორც ბოკერია აღნიშნავს, „ევროპული საქართველო“ აკეთებს იმას, რასაც ამბობს.

„მე ვთვლი, რომ სერიოზული შეცდომა იქნება. ისინი ჩვენი პარტიის წევრები არ იყვნენ და არ არიან, მაგრამ ჩვენი ერთიანი სიით იყვნენ და სერიოზული შეცდომაა მათი მხრიდან ამის გაკეთება. ყველა საქმეში, მიუხედავად იმისა, იმ მომენტში რა ემოციური ფონია, სიმყარე და თანმიმდევრულობა არის მნიშვნელოვანი, როგორც პარტნიორებთან, ისე მოწინააღმდეგეებთან. „ევროპული საქართველო“ არის ყოველთვის მოქნილი, მაგრამ მყარი და ჩვენს სიტყვას აქვს ფასი, როცა რაღაცას ვამბობთ, იმას ვაკეთებთ“,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, შალვა შავგულიძემ განაცხადა, რომ ისურვებდა, შეთანხმების დოკუმენტში მცირედი კორექტირება შევიდეს, თუმცა თუ ასე არ მოხდა, კრიზისის განსამუხტად, ხელს მოაწერს და შევა პარლამენტში.

მსგავსი პოზიცია დააფიქსირა „ევროპული საქართველოს“ პარტიული სიით არჩეულმა დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმაც. არმაზ ახვლედიანი მზადაა, შეთანხმების დოკუმენტს შეუერთდეს და პარლამენტში შევიდეს, თუ მას „ქართული ოცნება“ ხელს მოაწერს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა