გიგი უგულავა - 15 მაისს, ჩვენ ამ ერთობას ნიკა მელიასთან და გიორგი რურუასთან ერთად შევხვდებით, ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ

15 მაისს, ჩვენ ამ ერთობას ნიკა მელიასთან და გიორგი რურუასთან ერთად შევხვდებით, ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ რიყეზე ოპოზიციური პარტიებისა და მხარდამჭერების შეკრებაზე განაცხადა.

როგორც უგულავამ სიტყვით გამოსვლისას განმარტა, „15 მაისი უნდა გახდეს ერთობის დღე“.

„ჩვენ ბევრს ვლაპარაკობთ ერთობაზე, მის გამოწვევაზე, პრობლემებზე, ბევრს ვდაობთ ხოლმე ერთობის სახელით, ბევრს ვკამათობთ, შეიძლება ვჩხუბობთ, მაგრამ ამ სიტყვის რეალური ფასი ყველას კარგად გვესმის. ეს არ არის სადღეგრძელო, 15 მაისი უნდა იყოს ყველა გაბრაზებული, იმედგაცრუებული ადამიანის ერთად დგომის დღე. ძალიან ბევრი გამოწვევაა, დღესაც, გუშინაც ვნახეთ იმისგან დამოუკიდებლად, ვის რა პოზიცია აქვს, ვინ მოაწერს ხელს, ვინ - არ მოაწერს, ჩვენ ერთობის ახალი საფუძვლები უნდა მოვძებნოთ.

ყველა ვთანხმდებით იმაში, რომ ამ რეჟიმს მხოლოდ ერთობა მოერევა. ჩვენ შეიძლება სხვანაირად გვესმოდეს მომავალი, სხვანაირად ვხედავდეთ როგორ უნდა გავაძლიეროთ ეს ერთობა, მოდი, ამაზე ვიკამათოთ, ამაზე ვიმსჯელოთ, რა უნდა იყოს ის დამატებითი შტრიხი, რაც ამ ერთობას გააძლიერებს და არა პირიქით, დაშლის მას“, - განაცხადა უგულავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა