ნინო ბურჯანაძე - ულტიმატუმების დაყენება არ მგონია სწორი იყოს ზეპარტიული პრეზიდენტის მხრიდან

ულტიმატუმების დაყენება არ მგონია სწორი იყოს ზეპარტიული პრეზიდენტის მხრიდან,- ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილი განცხადება შეაფასა, რომლის მიხედვითაც, ის მზადაა, „მთავარი არხის“ მეწილე გიორგი რურუა შეიწყალოს, თუმცა ამისთვის გარკვეულ პირობებს აყენებს.

როგორც ბურჯანაძე განმარტავს, სალომე ზურაბიშვილი თავისი გადაწყვეტილებით ხელს უნდა უწყობდეს ოპოზიციას კონკრეტული ნაბიჯის გადადგმაში.

„თუ ასე იქნება მოვაწერ“, „თუ არ იქნება არ მოვაწერ" რას ნიშნავს? უცნაური განცხადებებია, ულტიმატუმს კი არ უნდა აყენებდეს სალომე ზურაბიშვილი, არამედ თავისი გადაწყვეტილებით ხელს უწყობდეს თუნდაც ოპოზიციას კონკრეტული ნაბიჯის გადადგმაში. ულტიმატუმების დაყენება არ მგონია ზოგადად სწორი იყოს ზეპარტიული პრეზიდენტის მხრიდან",-აცხადებს ბურჯანაძე.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მზადა, „მთავარი არხის“ მეწილე გიორგი რურუა შეიწყალოს, თუმცა ამისთვის გარკვეულ პირობებს აყენებს.

შესაბამისი განცხადება პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა.

„მზად ვარ მივიღო ჩემთვის ნამდვილად სკანდალური გადაწყვეტილება, ამ გადაწყვეტილებას ვიღებ მხოლოდ შემდეგი პირობით: ეს ნაბიჯი ამ კრიზისის დასრულებისთვის ბოლო აკორდი უნდა იყოს და გზა გაუხსნას იმას, რომ ყოველგვარი სხვა მოთხოვნის გარეშე ქვეყანა და პარლამენტი შეუდგნენ ნორმალურ პოლიტიკურ რეჟიმს და გამოწვევებთან გამკლავებას. ჩემი გადაწყვეტილება განხორციელდება მხოლოდ მაშინ, როდესაც პარტიები ხელს მოაწერენ საბოლოო დოკუმენტს და შევლენ პარლამენტში და მეორე მხრივ, ევროკავშირისა და აშშ-ს წარმომადგენლები გამოაცხადებენ, რომ შეთანხმება შედგა. ამ განცხადებიდანვე 1 კვირის ვადაში ხელს მოვაწერ შეწყალების აქტს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს