არჩილ თალაკვაძე - 40 და 43-პროცენტიან ბარიერსაც დამაჯერებლად გადავლახავთ ეფექტური საარჩევნო კამპანიითა და იმ თანაგუნდელებით, იმ კანდიდატებით, რომელთა წარდგენა თვითმმართველობის არჩევნებში მოხდება

ჩვენ 40 და 43-პროცენტიან ბარიერსაც დამაჯერებლად გადავლახავთ ეფექტური საარჩევნო კამპანიითა და იმ თანაგუნდელებით, იმ კანდიდატებით, რომელთა წარდგენაც ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მოხდება, - ამის შესახებ პარლამენტში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე, პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძემ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს მიმართა, რომ პარტია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

როგორც თალაკვაძემ განაცხადა, „ქართულმა ოცნებამ“ აჩვენა, რომ მისთვის უმთავრესია თანამოქალაქეების და სახელმწიფოს ინტერესები, აჩვენა, რომ ქვეყანაში არის ყველაზე პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილების მიმღები პოლიტიკური ძალა.

„ჩვენ გამოვხატეთ პრინციპული მზადყოფნა განახლებული დოკუმენტის ხელმოსაწერად, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებში 40%-იანი ნდობის პრინციპი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თანდასწრებით, 8 მარტის დოკუმენტით შეთანხმდა და ასახულია კონსტიტუციაში. სხვა პროცენტულ მაჩვენებელს არა აქვს ლოგიკური ან სამართლებრივი საფუძველი. დღეს, პარტიის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ვთქვით და განვიხილეთ კიდეც ნდობის 40%-იანი ზღვრის 43%-მდე გაზრდა. “ქართული ოცნება“ მზად არის, შეთანხმებას ხელი მოაწეროს ამ მაჩვენებლით“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს