დავით ჭიჭინაძე - ერთი ფეხით პარლამენტში ყოფნა და მეორე ფეხით აქციებზე, არავის გამოსვლია არასოდეს და არც გამოუვა

ერთი ფეხით პარლამენტში ყოფნა და მეორე ფეხით აქციებზე, არავის გამოსვლია არასოდეს და არც გამოუვა,- ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ნიკა მელიაა სწორედ ის ადამიანი, ვინც საკუთარი თავისუფლების და ჯანმრთელობის ფასად ოპოზიციას ღირსება დაუბრუნა.

„ოპოზიცია უნდა გაერკვეს, რადგან მათ 8 მარტის შეთანხმებაც გამარჯვებად აღიარეს და რა შერჩათ ხელში, ფაქტია. ახლა უარესი პერსპექტივის წინ ვდგავართ. ნახევრად გამარჯვებები, დამარცხებას ნიშნავს და იმიტომ. მითუმეტეს, რომ ძალიან დიდია იმ ხაფანგში გაბმის ალბათობა, რასაც „ოცნება“ ხლართავს.

დღეს გასათავისუფლებელია ოპოზიციის ლიდერი, ოღონდ ღირსეულად. ამნისტია კი, „ოცნებას“ და იმ ჩინოვნიკებს სჭირდებათ, ვინც დანაშაული ჩაიდინა და არა ნიკა მელიას! ნიკა მელიაა სწორედ ის ადამიანი, ვინც საკუთარი თავისუფლების, ჯანმრთელობის ფასად დაუბრუნა ღირსება იმ ოპოზიციას, რომელმაც 8 მარტის მერე ყველაფერი ჩააფლავა“,- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა