არჩილ თალაკვაძე - ცესკო-ს წევრების 2/3-ით არჩევის პრინციპი ჩიხის საწინააღმდეგო მექანიზმებით გაიწერება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების 2/3-ით არჩევის პრინციპი ჩიხის საწინააღმდეგო მექანიზმებით გაიწერება, რასაც ევროპული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა ითვალისწინებს - ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე, პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

ამ კონტექსტში თალაკვაძემ მხოლოდ ის დააზუსტა, რომ 2/3 თავდაპირველი კვორუმი იქნება.

“კანონში აღნიშნული მექანიზმის მშრალად ჩაჭერა იმის საშუალებას იძლევა, რომ ოპოზიციამ თანამდებობებზე ადამიანების შერჩევის პროცესი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს, რაც დაუშვებელია - ქვეყანა რომელიმე ოპოზიციური წევრის გამო ფუნქციური საარჩევნო კომისიის გარეშე ვერ დარჩება“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შარლ მიშელის ეგიდით მომზადებული დოკუმენტის თანახმად, ცენტრალური და საოლქო საარჩევნო კომისიების პროფესიული წევრების და თავად ცესკოს თავმჯდომარის არჩევა ხმების 2/3-ით უნდა მოხდეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა