ირაკლი ნადარეიშვილი - პანდემიის პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კერძო სექტორთან დიალოგი მათი მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების შემდგომი განვითარებისთვის

მსუბუქი მრეწველობის სექტორში არსებულ პერსპექტივებზე, ასევე გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე გამართულ შეხვედარს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ირაკლი ნადარეიშვილი ესწრებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაში საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, კერძო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დარგის ექპერტები მონაწილეობდნენ.

როგორც ირაკლი ნადარეიშვილმა აღნიშნა, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით მთელი რიგი ინსტრუმენტები და პროგრამები შეიქმნა, რომლებიც მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობას მიზნად ისახავს. მათ შორის, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით, რომელიც, თავის მხრივ, ქართული ეკონომიკის ფუნდამენტს წარმოადგენს.

„ამ მიმართულებამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი როლი შეიძინა პანდემიის პერიოდში, როდესაც ის გამოწვევები, რომლის წინაშეც ქართული ბიზნესი დადგა, განსაკუთრებულად საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან დროულ რეაგირებას. ამ შემთხვევაში საკითხების სპექტრი საკმაოდ მრავალფეროვანია და დღევანდელი შეხვედრა ემსახურებოდა სწორედ ამ პროგრამების საბოლოო მომხმარებელთან - კერძო სექტორთან დიალოგს იმ კონკრეტულ საკითხებზე, რომლებზეც ჩვენ აქცენტი უნდა გავაკეთოთ მომავალშიც სახელმწიფო პროგრამების განვითარების თვალსაზრისით”,- განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

მისი შეფასებით, შეხვედრების ასეთი ფორმატი მნიშვნელოვანია, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორობის ჩართულობიდან გამომდინარე, იმ კვლევებზე დაყრდნობით, რომლებიც მათი ხელშეწყობისთ ხორციელდება. ასევე, ძალიან კონკრეტული საკითხების გადაწყვეტის საშუალებას იძლევა როგორც მიმდინარე, ასევე საშუალოვადიან პერიოდში.

სამინისტროს ინფორმაციის თანახმად, დიალოგი საჯარო და კერძო სექტორს შორის სახელწოდებით „მსუბუქი მრეწველობის სექტორის განვითარების გამოწვევები და პერსპექტივები საქართველოში: ავეჯის და შესაფუთი მასალების წარმოება“ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის, ასევე USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ორგანიზებით გაიმართა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა