დავით გაბაიძემ და თორნიკე რიჟვაძემ, სოფელ წაბლანაში სტიქიის შედეგად დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს

აჭარის უმაღლესი საბჭოს და მთავრობის თავმჯდომარეებმა - დავით გაბაიძემ და თორნიკე რიჟვაძემ, სოფელ წაბლანაში სტიქიის შედეგად დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაღუპულებს პატივი მიაგეს უმაღლესი საბჭოში მაღალმთიანი აჭარისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარმა-ფრიდონ ფუტკარაძემ, თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა, ადგილობრივმა მოსახლეობამ.

სტიქია 1989 წლის 19 აპრილს, სოფელ წაბლანაში მოხდა, რამაც 23 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის სამი ბავშვის. დაღუპულთა პატივსაცემად, 2020 წელს, სტიქიის ადგილას მოეწყო სკვერი და განთავსდა მემორიალური დაფები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა