გიგა ბოკერია დავით ბაქრაძის განცხადებაზე - უხერხული და არაკორექტული ამბავია

უხერხული და არაკორექტული ვითარებაა, - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია ყოფილი თანაგუნდელის, დავით ბაქრაძის განცხადებას.

ამასთან, გიგა ბოკერია არმაზ ახვლედიანისა და შალვა შავგულიძის პოზიციასაც მცდარ გადაწყვეტილებად აფასებს.

„ვწუხვარ, მცდარ გადაწყვეტილებად მიმაჩნია ასეთ ეტაპზე ამ განცხადების გაკეთება. ეს ორი ადამიანი, შალვა და არმაზი ჩვენს პარტიულ სიაში იყვნენ, ამიტომ მცდარ გადაწყვეტილებად მიმაჩნია ამის დაფიქსირება.

რაც შეეხება დავით ბაქრაძეს, აქ კიდევ უფრო უხერხული და არაკორექტული ვითარებაა. ბატონმა დავითმა არჩევნებამდე ჯერ ჩვენ პოლიტიკურ გუნდში და შემდეგ საჯაროდ თქვა, რომ ცუდი შედეგის შემთხვევაში, საერთოდ არ აპირებდა პარლამენტში შესვლას, მერე პარტიული პოლიტიკიდან მივდივარ და ვერ ვხედავ საკუთარ თავსო. უხერხული და არაკორექტული ამბავია რბილად რომ ვთქვა, თუ ეს ყველაფერი იმ კონტექსტში იყო, რომ საკუთარ თავს პოლიტიკაში ვერ ხედავდა, მაგრამ პარლამენტში ხედავდა“, - აცხადებს ბოკერია.

ცნობისთვის, შალვა შავგულიძემ განაცხადა, რომ ისურვებდა, შეთანხმების დოკუმენტში მცირედი კორექტირება შევიდეს, თუმცა თუ ასე არ მოხდა, კრიზისის განსამუხტად, ხელს მოაწერს და შევა პარლამენტში.

მსგავსი პოზიცია დააფიქსირა „ევროპული საქართველოს“ პარტიული სიით არჩეულმა დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმაც. არმაზ ახვლედიანი მზადაა, შეთანხმების დოკუმენტს შეუერთდეს და პარლამენტში შევიდეს, თუ მას „ქართული ოცნება“ ხელს მოაწერს.

პოლიტიკოსის, დავით ბაქრაძის თქმით, კი რიგგარეშე არჩევნების ბმა ადგილობრივ არჩევნებზე არ არის საუკეთესო და სწორი გზა რიგგარეშე არჩევნების დასანიშნად, მაგრამ სასწორის მეორე მხარეს დიდი პოლიტიკური ფასი და ინტერესი დევს. როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, ის დოკუმენტის შესახებ იფიქრებს და გადაწყვეტილებას პარტიებთან ერთად ლოგიკურ ვადაში იტყვის.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა