ტარიელ ნაკაიძე - ვიდრე ვერ დავინახავ პოლიტპატიმრების გამოშვების რეალურ სურათს და ვადამდელი არჩევნების პერსპექტივას სწორად, დოკუმენტს ხელს არ მოვაწერ

„ევროპული საქართველოს“ წევრის ტარიელ ნაკაიძის განცხადებით, თუ ვადამდელი არჩევნებისკენ მიმავალი გზა უფრო ნათელი არ იქნება და არ გათავისუფლდებიან პოლიტპატიმრები, ის შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, კრიზისის განმუხტვის ერთ-ერთი საშუალება ვადამდელი არჩევნებია.

„ჩვენ ქვეყანაში გვაქვს პოლიტიკური კრიზისი. სანამ ვერ დავინახავ პოლიტპატიმრების გამოშვების რეალურ სურათს, ვერ დავინახავ ვადამდელი არჩევნების პერსპექტივას სწორად, მანამდე მე არ მოვაწერ ხელს, არ ვიცი პარტიას რა პოზიცია ექნება. ჩემი მთავარი პრინციპია, რომ ადამიანები, რომლებიც პოლიტიკური მართლმსაჯულების გამო ზიან ციხეში, უნდა გამოუშვან, რა მიზეზით მოხდება და როგორ, ჩემთვის საბოლოო შედეგია მნიშვნელოვანი. ასევე ვადამდელი არჩევნები, რომელიც მნიშვნელოვანია. რა ფორმითაც დოკუმენტში წერია, არ მომწონს. არ მიმაჩნია სწორად, რომ ვადამდელი არჩევნები ადგილობრივი არჩევნების პროცენტულ მონაცემებზე იყოს დამოკიდებული. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ვადამდელი არჩევნების შედეგამდე მივიდეთ და მისკენ მიმავალი გზა სწორად აისახოს, თუ ეს ასე არ იქნება ხელს არ მოვაწერთ“, - განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა