კომპანია „მეტი დეველოპმენტის“ დამფუძნებელი - შევუქმნათ ყველა ოჯახს ბედნიერების კუთხე და უსაფრთხო გარემო

ჩვენი მისიაა, შევქმნათ ისეთი ხარისხიანი და ჯანსაღი გარემო, რომელშიც რაც შეიძლება მეტი ბედნიერი და ლაღი ოჯახი იცხოვრებს,- ამის შესახებ სამშენებლო კომპანია „მეტი დეველოპმენტის“ დამფუძნებელმა პაპუნა ხაზალიამ განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „მეტი დეველოპმენტიდან“ აცნობეს, პაპუნა ხაზალიამ თავის გუნდთან ერთად მშენებლების მიერ დაზარალებული 800 ოჯახი გამოიყვანა გამოუვალი მდგომარეობიდან.

„სამშენებლო კომპანია „მეტი დეველოპმენტის“ დამფუძნებელი პაპუნა ხაზალია ის დეველოპერია, რომელმაც თავის გუნდთან ერთად გამოიყვანა გამოუვალი მდგომარეობიდან სხვა მშენებლების მიერ დაზარალებული 800 ოჯახი.

ისინი წლების განმავლობაში ელოდნენ თავიანთ კუთვნილ ბინას და ეძებდნენ სამართალს სასამართლო დარბაზებში. დღეს ყველა მათგანი დაკმაყოფილებულია, ყველა მათგანი დაბინავებულია, რაც აძლევს კომპანია „მეტი დეველოპმენტს“ სტიმულს, გააგრძელოს წლების წინ დაწყებული საქმე და გამოიჩინოს მეტი პასუხისმგებლობა თავისი საქმიანობის და მისიის აღსრულებისას. ასევე, პარალელურად, მიმდინარეობს 500-ზე მეტი დაზარალებული ოჯახისთვის პროექტების დამუშავება, რაც მათთვის სამომავლოდ საცხოვრებელი ბინის შექმნას გულისხმობს. კომპანიის საქმიანობის და გუნდის ხედვის ამოსავალი წერტილია ადამიანი და გარემო, მათზე ზრუნვა და მათი გაძლიერება. სწორედ ამიტომ, „მეტი დეველოპმენტისთვის“ დაარსების დღიდან მნიშვნელოვანია დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერა, მათთვის მომავლის რწმენისა და ბედნიერების შეგრძნების დაბრუნება. ამის საზომია საცხოვრებელი სტანდარტების აწევა, მეტი ხარისხის შეთავაზება, მეტი კომფორტის შექმნა”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც კომპანია „მეტი დეველოპმენტის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, პაპუნა ხაზალიას სჯერა, რომ თავდაპირველად ადამიანმა უნდა გაიაზროს საკუთარი მისია და შემდეგ ყველაფერი თავისთავად აისახება მის კომპანიასა და საქმიანობაზე. მისივე აზრით, „მეტი დეველოპმენტის“ მისია ადამიანებისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნა და მათთვის ბედნიერების მინიჭებაა.

„ქართველებს გვაქვს ანდაზა - „ჩემი სახლი ჩემი ციხესიმაგრეა“, მაგრამ უგულოდ და უხარისხოდ აშენებული სახლი იქცევა მხოლოდ ციხედ, რომელშიც ადამიანი იძულებულია გაატაროს ცხოვრების ნაწილი, ან მთელი ცხოვრება. ჩვენი მისიაა, შევქმნათ ისეთი ხარისხიანი და ჯანსაღი გარემო, რომელშიც რაც შეიძლება მეტი ბედნიერი და ლაღი ოჯახი იცხოვრებს. მისიის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი აკეთებს თავის საქმეს სიყვარულით. სწორედ ამიტომ, ყველა ჩვენი პროექტის და კლიენტის მიმართ ვიჩენთ მეტ ზრუნვას, მეტი პასუხისმგებლობით ვეკიდებით ჩვენ საქმეს, მეტი პროფესიონალიზმით ვაშენებთ; მეტ ხარისხს, მეტ შედეგს, მეტ კომფორტს ვპირდებით ჩვენ მობინადრეებს. როდესაც ვლაპარაკობთ ჯანსაღ გარემოზე, პირველ რიგში, ვგულისხმობთ ჩვენი გუნდის პრინციპულ მიდგომას მშენებლობისადმი, რაც გულისხმობს არქიტექტურის მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენებას და ეკოლოგიურად უსაფრთხო და სუფთა დასახლების შექმნას”, - აღნიშნავს პაპუნა ხაზალია.

კომპანიის ინფორმაციით, ხარისხიანი მშენებლობის გარდა, „მეტი დეველოპმენტი“ ცნობილია იმითაც, რომ სხვა სამშენებლო კომპანიების მიერ დაზარალებულ მობინადრეებს აკმაყოფილებს და წლების განმავლობაში გაჩერებულ და დაუსრულებელ მშენებლობებს ასრულებს. უკვე 8 წელია, რაც კომპანია ამ საქმეს ემსახურება. თავდაპირველად, ეს „მეტი დეველოპმენტის“ კეთილი ნება გახლდათ, მაგრამ თანდათანობით ეს ყველაფერი ერთგვარ ბიზნესმოდელად იქცა, თანაც არამხოლოდ „მეტი დეველოპმენტისთვის“. ამ ტენდენციით, უკვე სხვა დეველოპერებიც ინტერესდებიან.

„ჩვენ ეს ბიზნეს ნიშა დიდი ხანია, დავიკავეთ და ამ დროისთვის 800 დაზარალებული ოჯახი გვყავს დაკმაყოფილებული ბინით. ერთიანი ძალებით, ჩვენი სექტორი უკეთ შეძლებს თავისი მისიის შესრულებას - შეუქმნას ყველა ოჯახს ბედნიერების კუთხე და უსაფრთხო გარემო. მინდა აღვნიშნო ის, რომ ჩვენი კომპანიისთვის სახელის შერჩევის პროცესი იყო მიგნებებით აღსავსე - ჩვენ მიერ მოწვეული გარე კონსულტანტები იმაზე ფიქრის და გაანალიზების დროს, თუ რას ვაკეთებთ და რას ვემსახურებით ამდენი წელი, მივიდნენ დასკვნამდე, რომ ჩვენი კომპანია იმაზე მეტია, ვიდრე სამშენებლო ან დეველოპერული კომპანია. შემდეგ შემოგვთავაზეს სახელი „მეტი“. ასე შეიქმნა სახელი „მეტი დეველოპმენტი“, რომელიც ზუსტად პასუხობს ჩვენს მისიას და ღირებულებებს. ყველა ჩვენს ფიქრში და ქმედებაში უნდა იგრძნობოდეს მეტი ზრუნვა და მეტი პასუხისმგებლობა ადამიანებზე, რომლებმაც თავის დროზე დაკარგეს ნუგეში და ნდობა ამ სექტორისადმი. ამიტომ, დაუსრულებელი მშენებლობების ათვისება ჩვენთვის ორმაგი პასუხისმგებლობაა - ჩვენ უნდა გავამართლოთ ჩვენი კლიენტების იმედი და ამასთანავე, გავაბათილოთ ის უარყოფითი ემოციები და დამოკიდებულება, რომელიც ჩამოუყალიბდათ წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე. ჩვენი გუნდის მიზანი იყო, გვეთქვა ყველა დაზარალებული მობინადრესთვის ის, რომ გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს და მათ ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება. დაუსრულებელ მშენებლობების ათვისება არანაკლებ მნიშვნელოვანია გარემოს დაცვის თვალსაზრისითაც, რადგან ჩვენ ვასრულებთ სხვის მიერ დაწყებულ სამუშაოს და, შესაბამისად, ნაკლებ ზიანს ვაყენებთ ბუნებას შენების დროს. მეტიც, ვაუმჯობესებთ გარემოს და მწვანე არქიტექტურის პრინციპებზე დაყრდნობით ვქმნით სარეკრეაციო ზონებს და ვერტიკალურ თუ ჰორიზონტალურ გამწვანებას”, - აცხადებს პაპუნა ხაზალია.

როგორც სამშენებლო კომპანიაში აღნიშნავენ, მნიშვნელოვანია, რომ „მეტი დეველოპმენტი“ მშენებლობის პროცესში აქტიურად იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ინოვაციებს, რაც მობინადრეებს მეტი კომფორტის მოპოვებასა და ფინანსური რესურსების დაზოგვაში ეხმარება.

„ყველა ადამიანს აქვს განსხვავებული მოტივაცია - ვიღაცას სურს აირიდოს საფრთხე, ვიღაცას კი სურს ცხოვრების გაუმჯობესება. ერთი ორიენტირებულია უარყოფითი გავლენის შემცირებაზე, მეორე კი კომფორტის ზონის გაფართოებაზე. „ეკოსითის“ მშენებლობის დასრულების შემდეგ ჩვენ ორივე ტიპის მომხმარებლის მოთხოვნილებებს ვაკმაყოფილებთ, რადგან, ერთი მხრივ, ვამცირებთ მათ ხარჯს, მეორე მხრივ კი, ვუქმნით უსაფრთხო და კომფორტულ გარემოს. ჩვენმა გუნდმა მოიარა მსოფლიოს მრავალი ქვეყანა, გაეცნო და გაიზიარა ინდუსტრიაში არსებული თანამედროვე ტენდენციები და მათგან საუკეთესო გამოცდილება დანერგა მიმდინარე პროექტებში - „ეკოსითი კრწანისში“ და „ეკოსითი სამგორში“. „მეტი დეველოპმენტის“ ზემოხსენებულ კომპლექსებში, შენდება ენერგოეფექტური ბინები, რომლებიც მობინადრეებს შეუმცირებს კომუნალურ ხარჯს 60%-ით. წარმოიდგინეთ, 60%-ით მცირდება თითოეული ოჯახისთვის არასასურველი ხარჯი - თუ ყოველთვიურად, მაგალითად, ელექტროენერგიაში ოჯახი იხდის ამჟამად 100 ლარს, გადაიხდის მხოლოდ 40 ლარს.

მეტი ხარისხის უზრუნველყოფის შესაძლებლობას გვაძლევს ის ფაქტი, რომ ჩვენ ვაშენებთ უახლესი და მაღალი ხარისხის ევროპული სამშენებლო მასალებით. შენობის ფასადი იფუთება ენერგოეფექტური მასალით, რომელიც პარალელურად უზრუნველყოფს მაღალი დონის ხმის და თბოიზოლაციას. ჩვენი კომპლექსების დაპროექტებისა და მშენებლობის დროს განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების დაცვას. მაგალითად, შენობის მოპირკეთებისას გამოყენებული მასალა არ აალდება ხანძრის დროს და არ გამოყოფს მხუთავ აირებს, რომელიც მომაკვდინებელია ადამიანებისთვის. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ საქართველო მდებარეობს სეისმურად აქტიურ რეგიონში, სადაც, ისტორიული მონაცემების თანახმად, მომხდარი არის ძლიერი 7-ბალიანი მიწისძვრაც, მშენებლებს მეტი წინდახედულობა და მეტი პასუხისმგებლობა გვმართებს მშენებლობის დროს, რათა საბოლოო ჯამში, უზრუნველვყოთ ჩვენი მობინადრეები მაღალი ხარისხის და უსაფრთხო ბინებით. თამამად შემიძლია ვთქვა ის, რომ ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენების შედეგად, ჩვენი კონსტრუქცია უფრო მსუბუქი და უფრო მყარი გამოდის, რაც ჩვენი შენობების სეისმურ მდგრადობას უზრუნველყოფს”, - აღნიშნავს პაპუნა ხაზალია.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს