ლევან ბეჟაშვილი - დოკუმენტის განხილვის და შეთანხმების წინაპირობაა, თუ ნიკა მელიას გათავისუფლება სხვადასხვა საშუალებებით მოხდება, რაც კანონმდებლობითაა განსაზღვრული, მათ შორის თავდებობა

ეს დოკუმენტი არ უნდა იქცეს ნიკა მელიას თავისუფლებით ვაჭრობის დოკუმენტად - ნიკა მელია უნდა გამოუშვან და შემდგომ შესაძლებელი იქნება მემორანდუმის ტექსტზე და პუნქტებთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დაწყების წინ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ საქართველოს პოლიტიკური პარტიებისთვის შეთავაზებულ ახალ წინადადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ნიკა მელია არის პოლიტიკური პატიმარი და მნიშვნელოვანია, რომ გირაოს საკითხი საერთოდ მოიხსნას.

„დღეს პოლიტსაბჭო იკრიბება და მიიღებს გადაწყვეტილებას შემოთავაზებული დოკუმენტის ხელმოწერასთან დაკავშირებით. ფაქტი არის ის, რომ ეს დოკუმენტი არ უნდა იქცეს ნიკა მელიას თავისუფლებით ვაჭრობის დოკუმენტად, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სანამ ამ დოკუმენტის ხელმოწერა მოხდება გათავისუფლდეს ნიკა მელია. ყველამ კარგად ვიცით, რომ მისი პატიმრობის საფუძველი იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, ამიტომ პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული და ამას საზოგადოება გაიგებს სწორად, „ქართული ოცნება" ამაზე არ უნდა ნერვიულობდეს. ნიკა მელია უნდა იქნეს გამოშვებული და შემდგომ შესაძლებელი იქნება მემორანდუმის ტექსტზე და პუნქტებთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა იმიტომ, რომ მნიშვნელოვანია ის საკითხები, რომელიც ეხება საარჩევნო რეფორმას, მართლმსაჯულების რეფორმას და ა.შ. მაგრამ ეს დოკუმენტი არ უნდა იქცეს ნიკა მელიას ვაჭრობის დოკუმენტად და მნიშვნელოვანია, რომ გირაოს საკითხი მოიხსნას და მას მიეცეს თავისუფლება და შემდგომ შესაძლებელი იქნება ამ დოკუმენტის განხილვა და შეთანხმების მიღწევა.

ამ დოკუმენტის განხილვის და შეთანხმების მიღწევის წინაპირობაა, თუ მოხდება ნიკა მელიას გათავისუფლება სხვადასხვა საშუალებებით. ეს საშუალებები არის კანონმდებლობით განსაზღვრული, მათ შორის თავდებობა და შემდგომ ეს გათავისუფლება შექმნიდა სრულფასოვან ატმოსფეროს იმისათვის, რომ ამ დოკუმენტზე შეთანხმება მიღწეულიყო“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს ახალი წინადადება შესთავაზა. წინადადება ხუთ პუნქტს მოიცავს. მათ შორის არის, პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმული საკითხები და მომავალი არჩევნები.

დოკუმენტის თანახმად, ხელისმომწერები ვალდებულებას იღებენ, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე, ამნისტიის საშუალებით და / ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს. კერძოდ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.

ამასთან, შარლ მიშელის წინადადების თანახმად, "ქართული ოცნების" 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების შესაბამისად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია "ქართული ოცნება" მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43% -ზე ნაკლებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო