„თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ - მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას, მიიღონ ქვეყნის ინტერესებზე მორგებული გადაწყვეტილება და დაუყოვნებლივ მოაწერონ ხელი შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს

თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი პოლიტიკური პარტიების შეთანხმების თაობაზე განცხადებას ავრცელებს.როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას მიიღონ ქვეყნის ინტერესებზე მორგებული გადაწყვეტილება და დაუყოვნებლივ მოაწერონ ხელი შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს.

„18 აპრილს გამოქვეყნდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ პოლიტიკური პარტიებისთვის წარდგენილი წინადადების დოკუმენტი. დოკუმენტის უპირველესი მიზანია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის დასრულება.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პარლამენტი განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას. სწორედ პარლამენტს აკისრია სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარების კონსტიტუციური ტვირთი. ამ ტვირთის ტარება ოპოზიციური პარტიების აქტიური ჩართულობის გარეშე წარმოუდგენელია. სამწუხაროდ, თითქმის 6 თვეა საქართველო ვერ გამოვიდა არჩევნების შემდგომი პოლიტიკური კრიზისიდან. ამის პარალელურად, სახელმწიფო დგას არაერთი საშინაო, თუ საგარეო გამოწვევის, ასევე პანდემიიდან მომდინარე საფრთხეების წინაშე. პოლიტიკური კრიზისის თითოეული დღე არსებითად აზარალებს საქართველოს მოსახლეობას და სახელმწიფოს დემოკრატიულ განვითარებას.

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა პრეცედენტული ძალისხმევა გაიღეს საქართველოს პოლიტიკური ჩიხიდან გამოსასვლელად. შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებული წინადადება მომზადებულია დაპირისპირებულ პოლიტიკურ ძალებთან დიალოგის შედეგად და იგი კრიზისის დასრულების დიპლომატიურ გადაწყვეტას წარმოადგენს. ბუნებრივია, დოკუმენტის შინაარსზე ბევრს შეიძლება გააჩნდეს წინააღმდეგობა, თუმცა კომპრომისის გარეშე პოლიტიკური შეთანხმებები ვერ შედგება.

მისასალმებელია, რომ მმართველი პარტიის, ასევე რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლმა გამოხატეს შეთავაზებულ დოკუმენტზე ხელმოწერის მზადყოფნა.

მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას მიიღონ ქვეყნის ინტერესებზე მორგებული გადაწყვეტილება და დაუყოვნებლივ მოაწერონ ხელი შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა