ლევან ბოძაშვილი - რაც დრო გავა, სალომე ზურაბიშვილი „ქართულ ოცნებას" აღარ გაუჩუმდება

პრეზიდენტის პოზიცია ამ შემთხვევაში სახელმწიფოებრივია, რაც დრო გავა „ქართული ოცნების“ კრიტიკა მას უფრო და უფრო მოუწევს, - ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილემ ლევან ბოძაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც მმართველი პარტიისადმი სალომე ზურაბიშვილის კრიტიკას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ “ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტის სახელი მასთან შეთანხმების გარეშე გამოიყენა, როცა შეწყალების კონკრეტულ ფაქტს დაუკავშირა“.

ბოძაშვილი ფიქრობს, რომ მმართველი პარტიის კრიტიკის ტენდენცია პრეზიდენტის შემდგომ გამოსვლებში კიდევ უფრო გაძლიერდება.

„პრეზიდენტის პოზიცია ამ შემთხვევაში სახელმწიფოებრივია, გამომდინარე იქიდან, რომ მასთან ევროკავშირის ელჩებს არაერთი აუდიენცია ჰქონდათ. პრეზიდენტის წინაშე დადგა საკითხი, რა უფრო მნიშვნელოვანია: საარჩევნო სისტემის რეფორმა, სასამართლო მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესება, თუ მისი პირადი შეხედულებები? მას სწორი პოზიცია აქვს. არის საკითხები, რაზეც პრეზიდენტმა უკან დაიხია და მე მისი მესმის...

რაც შეეხება მმართველი გუნდისადმი განცხადებას, ვფიქრობ, რომ საქართველოს პრეზიდენტს, რაც დრო გავა, მით უფრო და უფრო მოუწევს „ქართული ოცნების“ კრიტიკა. ეს ტენდენცია შემდგომ გამოსვლებში უფრო გაძლიერდება. ბევრი საკითხი, რომელიც პოლიტიკური ხელისუფლების მოსაგვარებელია, საბოლოო ჯამში პრეზიდენტის გადასაწყვეტი არაერთხელ აღმოჩნდა. ვფიქრობ, რომ მომავალშიც არ განახორციელებს თავჩახრილი შეგუებას საკითხების მიმართ, სადაც ჩათვლის, რომ უშუალოდ პრეზიდენტის ინსტიტუტების გამოყენება ხდება, არც „ნაციონალურ მოძრაობას“ და არც „ქართულ ოცნებას" არ გაუჩუმდება“, - განაცხადა ბოძაშვილმა.

გარდა ამისა, უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილემ უშუალოდ მედიატორ შარლ მიშელის მიერ მომზადებულ დოკუმენტზეც ისაუბრა და როგორც აღნიშნა, რომ არა ევროკავშირისა და აშშ-ის ძალისხმევა, დოკუმენტს ხელს არც ერთი პოლიტიკური პარტია არ მოაწერდა.

„ესაა ევროკავშირისა და აშშ-ის ძალისხმევის შედეგი, რომ არა ეს ძალისხმევა, დარწმუნებული იყავით, რომ ამ დოკუმენტს ხელს არავინ მოაწერდა. ფაქტია, რომ ევროკავშირიც, საქართველოს მოსახლეობაც, ჩვენ ამ პოლიტიკური პინ-პონგით დავიღალეთ! ყველა ის პარტია, რომელიც ამ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, ევროპულ მხარდაჭერას დაკარგავს. შეუძლებელია, ევროკავშირმა ამ შეთანხმებაზე მკაცრი მონიტორინგი არ მოახდინოს“, - განაცხადა ბოძაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო