გია ვოლსკი პრეზიდენტის განცხადებაზე - რაც თქვა, გულწრფელად თქვა, არ არის ჩვენ შორის ისეთი უნისონი, რომ ასეთ საკითხებზე გვქონდეს კონსულტაციები

ზურაბიშვილმა რაც თქვა, გულწრფელად თქვა - არ არის ჩვენ შორის ისეთი უნისონი, რომ ამ საკითხებზე გვქონდეს კონსულტაციები,- ასე პასუხობს პარლამენტის პირველი ვიცე- სპიკერი გია ვოლსკი ჟურნალისტების კითხვას, ხომ არ დაუპირისპირდა პრეზიდენტი "ქართულ ოცნებას", როცა თქვა, რომ გაკვირვებულია იმით, რომ მმართველი გუნდი მისი ნებართვის გარეშე აკავშირებს მის სახელს კონკრეტულ შეწყალებასთან.

ვოლსკის თქმით, ასეთი პრინციპული საკითხის გადაწყვეტა, პრეზიდენტის დისკრეციაა და ის ალბათ, საზოგადოების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებას. ამასთან, მისთვის გაუგებარია ოპოზიციის განცხადებები "პოლიტიკურ ვაჭრობაზე", მაშინ როცა რურუას საკითხს თავად აყენებენ.

"მძევლად აიყვანეს საქართველო, დააჭერინეს მელია და რურუას თემა დააყენეს, როცა ზუსტად იციან, რომ არავითარი კავშირი მას პილიტიკასთან არ აქვს და როცა მიიღეს ასეთი პასუხი, ერთადერთი გზა დარჩათ - თქვან, რომ ეს პოლიტიკური ვაჭრობაა. რას ნიშნავს "პოლიტიკური ვაჭრობაა"? თვითონ აყენებენ ამ საკითხებს. ამასთან დაკავშირებით ყველანაირი განცხადება არის სპეკულაცია. ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, როცა გამართლება აღარ აქვს, რასაც აკეთებენ.

ერთადერთი ვიცნობ რა, სალომე ზურაბიშვილს, დარწმუნებული ვარ საზოგადოების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე თვლის, რომ ასეა საჭირო, რათა დაძაბულობა ერთხელ და სამუდამოდ მოიხსნას. რაც თქვა (ზურაბიშვილმა) გულწრფელად თქვა, არ არის ჩვენ შორის ისეთი უნისონი, რომ ამ საკითხებზე გვქონდეს კონსულტაციები. ასეთი პრინციპული საკითხის გადაწყვეტა რასაკვირველია პრეზიდენტის დისკრეციაა", - განაცხადა ვოლსკიმ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს