სალომე სამადაშვილი - არსებობს საკითხები, რომელიც შეიძლება დამატებით დაზუსტდეს, მაგრამ შემოთავაზებული დოკუმენტი საკმარისად კომპრომისულია იმისთვის, რომ ხელმოწერა განვიხილოთ

მიმაჩნია, რომ არსებობს საკითხები, რომელიც შეიძლება დაზუსტდეს დამატებით, მაგრამ ვფიქრობ, რომ შემოთავაზებული დოკუმენტი საკმარისად კომპრომისულია იმისთვის, რომ განვიხილოთ ხელმოწერა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

როგორც სამადაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს სხდომის დაწყებამდე აღნიშნა, კარგი იქნება თუ ოპოზიცია ერთიან პოზიციას შეინარჩუნებს, რაც პოლიტიკური პროცესისთვის კარგი და სწორი იქნება.

იცით, რომ ფაქტობრივად დასრულდა მოლაპარაკებების პროცესი. "ნაცინალურმა მოძრაობამ" უნდა ჩამოაყალიბოს საკუთარი პარტიული პოზიცია. პოლიტსაბჭოს სხდომა ამ შეთანხმების პირობების მსჯელობისთვის იმართება და პარტიის პოზიციის განსაზღვრისთვის. მიმაჩნია, რომ არსებობს საკითხები, რომელიც შეიძლება დაზუსტდეს დამატებით, იგივე ნიკა მელიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით, მაგრამ ვფიქრობ, რომ შემოთავაზებული დოკუმენტი საკმარისად კომპრომისულია იმისთვის, რომ განვიხილოთ ხელმოწერა.

ნიკა მელიას გათავისუფლება არის ერთ-ერთი მთავარი თემა იმიტომ, რომ მისი გათავისუფლება განსაზღვრავს პარტიის პოზიციას.

ვფიქრობ, რომ უკეთესი იქნება ოპოზიციამ ერთიანი პოზიცია შეინარჩუნოს. ამიტომ ყველა ოპოზიციურ პარტიას "ნაციონალურ მოძრაობასაც" და სხვებსაც ალბათ, ეს მიდგომა უნდა ჰქონდეს, რომ როგორმე ერთიანი პოზიცია და მიდგომა შევინარჩუნოთ, რაც პოლიტიკური პროცესისთვის იქნებოდა კარგი და სწორი" , - განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისთვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს