მამუკა მდინარაძე - კვლავ ბევრი გამარჯვებისთვის ვემზადებით, რა 43%, დაიმახსოვრეთ ეს დღე!

ყველაზე რადიკალურ ოპონენტებსაც კი ძებნილი და კრიმინალი სააკაშვილის მონობის რესურსი აბსოლუტურად ეწურებათ - მათ ხელი უნდა მოაწერონ შემოთავაზებულ დოკუმენტს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს. ამით ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის საქართველოს პოლიტიკური პარტიებისთვის შეთავაზებულ ახალ წინადადებას ეხმაურება. როგორც მდინარაძე აღნიშნავს, მმართველი პარტია კვლავ გამარჯვებისთვის ემზადება.

„1. 43 პროცენტს არ აქვს არანაირი ლოგიკა. არც სხვა რაიმე პროცენტს გარდა 40%-სა, რომელიც 8 მარტის შეთანხმებაში და ე. წ. "ჩამკეტშიც" აისახა, რადგან ამაზე დაბალი მხარდაჭერის შემთხვევაში გამარჯვებული პარტია ვერანაირი კონფიგურაციით მოიპოვებს ხელისუფლებას.

2. ჟორიკა რურუა ცნობილი კრიმინალია და მისი სახელის და გვარის ხსენება ამ პროცესების მიმდინარეობისას ოპოზიციის დამოკიდებულებაზე, მათი მხრიდან საზოგადოებაზე წარმოდგენაზე, მოკლედ, მათ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე და სინდისზე მეტყველებს. უნდათ? - იყოს მათი სახე!

3. მთავარი: "ქართული ოცნება / Georgian Dream არის ყველაზე პასუხისმგებლიანი პოლიტიკური პარტია, რომელიც აჩვენებს უპრეცედენტო ხარისხს ამ პასუხისმგებლობისა საკუთარი ქვეყნის, საზოგადოების, ამომრჩევლის წინაშე და მიდის ამ კომპრომისზეც - ხელს აწერს მოდიფიცირებულ დოკუმენტსაც. ამით ყველაზე რადიკალურ ოპონენტებსაც კი ძებნილი და კრიმინალი სააკაშვილის მონობის რესურსი აბსოლუტურად ეწურებათ - მათ ხელი უნდა მოაწერონ შემოთავაზებულ დოკუმენტს. ჩვენ კი კვლავ ბევრი გამარჯვებისთვის ვემზადებით. რა 43%, დაიმახსოვრეთ ეს დღე!

P. S. უპირველესი საქართველო და ქართული საზოგადოებაა, რომელმაც კარგად იცის სადაა სიმართლე, ქვეყნის სიყვარული და გულწრფელ პროფესიონალებსაც კარგად არჩევს სხვებისგან!”, - წერს მდინარაძე.

იხილეთ ვიდეო:კვლავ ბევრი გამარჯვებისთვის ვემზადებით, რა 43%, დაიმახსოვრეთ ეს დღე! - მამუკა მდინარაძე

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო