სუს-ი - კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ გამოძიება სისხლის სამართლის 12 საქმეზე დაიწყო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ გამოძიება სისხლის სამართლის 12 საქმეზე დაიწყო. აქედან, 16 პირის მიმართ სასამართლოში წარიმართა სისხლის სამართლის 6 საქმე. გამამტყუნებელი განაჩენი დადგა 7 პირის მიმართ, ხოლო 9 პირთან დაკავშირებით სასამართლო განხილვა გრძელდება, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც პარლამენტს წარედგინა.

დოკუმენტში საუბარია ქვეყნის შიდა და გარე საფრთხეებზე.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2020 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ძალისხმევა მიმართული იყო ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, სამხედრო პოტენციალისა და ეკონომიკური ინტერესების უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების, მათი ეგიდით მოქმედი ორგანიზაციებისა თუ ცალკეულ პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედებებისგან დაცვისკენ, ასევე, ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფის მცდელობის სხვა დანაშაულების აღკვეთის, სახელმწიფო საიდუმლოების და სტრატეგიული ობიექტების დაცვის უზრუნველყოფისა და ქვეყანაში უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებისკენ.

უწყების შეფასებით, ცალკეული ქვეყნების დაზვერვითი საქმიანობისა და შესაძლო დესტრუქციული ქმედებებისგან სახელმწიფოს დასაცავად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები და გატარდა სათანადო კონტრზომები.

„სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ გამოძიება სისხლის სამართლის 12 საქმეზე დაიწყო. აქედან, 16 პირის მიმართ სასამართლოში წარიმართა სისხლის სამართლის 6 საქმე. გამამტყუნებელი განაჩენი დადგა 7 პირის მიმართ, ხოლო 9 პირთან დაკავშირებით სასამართლო განხილვა გრძელდება. საანგარიშო პერიოდში სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში გამოძიება მიმდინარეობდა სისხლის სამართლის 5 საქმეზე“, - ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშში.

ხათუნა ლაგაზიძე - თუ ოპოზიციას რაციონალიზმი კი არა, თვითგადარჩენის ინსტინქტი მაინც შერჩენია, მოუწევთ გაერთიანება იმ საფრთხის წინააღმდეგ, რასაც ასპარეზზე ახალი პოლიტიკური ჯგუფების გამოჩენა ჰქვია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2021
რამაზ საყვარელიძე - ოპოზიციიდან ბევრი შეეცდება სააკაშვილისგან გამიჯვნას და ლიდერის როლის მორგებას, მეეჭვება ეს წარმატებული მცდელობა იყოს, ამ ოპოზიციისთვის რთული იქნება სააკაშვილის დამარცხება
„გაგუას კლინიკაში“ covid 19–ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კაბინეტი გაიხსნა
ბაქოში ევროპის ჩემპიონატის თასი ჩაიტანეს