შალვა პაპუაშვილი - დღეს მოვისმინეთ ძალიან თამამი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენს პრეზიდენტს არ უჭირს ხოლმე, რომ მიიღოს

დღეს ჩვენ პრეზიდენტისგან მოვისმინეთ ძალიან თამამი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენს პრეზიდენტს არ უჭირს ხოლმე, რომ მიიღოს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ოპოზიციას სურს, რომ ეს შეწყალება განხორციელდეს, მიმართონ პრეზიდენტს ამ თხოვნით.

"ჩვენ გვქონდა მსგავსი სიტუაცია, როცა მან ორი მსჯავრდებული შეიწყალა. მაშინაც მოტივაცია იყო იგივე, რომ პოლიტიკური დუღილის ტემპერატურა დაწეულიყო და ჩვენი ოპონენტები გადასულიყვნენ თანამშრომლობის ეტაპზე და არა კონფრონტაციის. სამწუხაროდ, ჩვენ ვნახეთ, რომ მაშინ მათ სათანადოდ ვერ დააფასეს ის ნაბიჯი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა გადადგა. დღეს ჩვენ მოვისმინეთ პრეზიდენტისგან კიდევ ერთხელ მზაობა, რომ ასეთი ნაბიჯი გადადგას და მან საკმაოდ კარგად ახსნა, თუ რამდენად მძიმე იქნება მისთვის ასეთი გადაწყვეტილების მიღება. ამ კუთხით, მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციამ სწორად გააცნობიეროს საკუთარი პასუხისმგებლობა არა მხოლოდ ამ მომენტში, არამედ ზოგადად, საქართველოს წინაშე,"- განაცხადა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა