აკაკი მინაშვილი - პოზიცია ამ ეტაპზე არ შეცვლილა - ვიდრე არ მოხდება ნიკა მელიას გათავისუფლება, სივრცე შემდგომი დისკუსიის არ არსებობს

სანამ არ მოხდება ნიკა მელიას გათავისუფლება, სივრცე შემდგომი დისკუსიის არ არსებობს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი მინაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, თუ ნიკა მელიას გათავისუფლება მოხდება უპირობოთ გირაოს გარეშე, "ეს გახსნის მოლაპარაკების დამატებ სივრცეს და რესურს".

"პოზიცია ამ ეტაპზე არ შეცვლილა, ჩვენ გვაქვს წუხილები იმასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენჯერმე უკვე განვაცხადეთ. ერთი ის, რომ ბუნდოვანებაა ამნისტიის ნაწილში, სადაც ამნისტია გულისხმობს სამართალდამცველების და საჯარო მოხელების მხრიდან ძალადობის გამოყენების ამნისტირებას და ამაზე პატიებას, რაც მიუღებელია ჩვენთვის. ასევე, ადგილობრივ არჩევნების შედეგზე ვადამდელის მიბმა და იმ რეფორმების ნაწილის გატარების ვადებს, რომელიც არის სასამართლო და საარჩევნო რეფორმაში.

მთავარი საკითხი, რომელიც შეხვედრაზე ჩვენს მიერ იყო დასმული, სანამ არ მოხდება ნიკა მელიას გათავისუფლება, სივრცე შემდგომი დისკუსიის არ არსებობს. თუ მოხდება უპირობოთ გირაოს გარეშე ნიკას გათავისუფლება, ეს გახსნის დამატებით სივრცეს და რესურს მოლაპარაკების.

იცით ჩვენი და ნიკა მელის პოზიცია, გირაო, რომელზეც საუბრობს "ოცნება" ეს არ არის გირაო, ეს არის პოლიტიკური გამოსასყიდი და ნიკა მელიამ არ თქვა უარი შეგუებოდა უსამართლობას, რომ მერე გადაეხადა პოლიტიკური გამოსასყიდი ან მისი გათავისუფლებით ევაჭრა და შემდეგ ამით ამნისტირება მომხდარიყო მოძალადე პოლიციელის ან თანამდებობის პირების. ეს მისი ცალსახა პოზიციაა. ამიტომ პირველი ნაბიჯი, რომელიც აუცილებელია, რომ გადაიდგას, რომ მოლაპარაკების სივრცე გაიხსნას ეს არის ნიკა მელიას გათავისუფლება" , - განაცხადა მინაშვილმა.

ცნობისთვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო