ლევან ბეჟაშვილი - უმრავლესობას დოკუმენტზე ხელის მოწერა შესაძლებლად მიაჩნია, თუმცა განხილვას უნდა დაესწროს თავისუფალი ნიკა მელია

"ნაციონალური მოძრაობის” წევრის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, მედიატორების მიერ შედგენილი დოკუმენტის თაობაზე პარტიაში აზრთასხვადასხვაობაა, თუმცა მათ უმრავლესობას შეთანხმებაზე ხელისმოწერა შესაძლებლად მიაჩნია.

როგორც “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ, ბეჟაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დოკუმენტი ინტერპრეტაციების საშუალება ტოვებს.

“პოლიტსაბჭოზე იყო საკმაოდ მკვეთრი გამოსვლები, რადგან აზრთასხვადასხვაობა ნამდვილად არსებობს. თავისთავად დოკუმენტი ტოვებს დიდ სივრცეს იმისთვის, რომ ინტერპრეტაციები მოხდეს და შემდგომში კიდევ უფრო დიდი უთანხმოების საგანი გახდეს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. ამიტომ, ეს აზრთასხვადასხვაობა ბუნებრივია. გაგრძელდება პოლიტსაბჭოს სხდომა და საბოლოო გადაწყვეტილებას ხვალ მივიღებთ, თუმცა უმრავლესობას შესაძლებლად მიაჩნია ამ დოკუმენტზე ხელის მოწერა და განხილვებში შესვლა, უბრალოდ ამ განხილვებს უნდა დაესწროს თავისუფალი ნიკა მელია”, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს ახალი წინადადება შესთავაზა. წინადადება ხუთ პუნქტს მოიცავს. მათ შორის არის, პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმული საკითხები და მომავალი არჩევნები.

დოკუმენტის თანახმად, ხელმომწერები ვალდებულებას იღებენ, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე, ამნისტიის საშუალებით და / ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს. კერძოდ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.

ამასთან, შარლ მიშელის წინადადების თანახმად, "ქართული ოცნების" 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების შესაბამისად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია "ქართული ოცნება" მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43% -ზე ნაკლებს.

კორნელი კაკაჩია - თუ ადგილობრივ არჩევნებში გახარიასა და ვასაძის პარტიები მიიღებენ მონაწილეობას, „ქართულ ოცნებას“ პროპორციული სისტემით  ხმების 43%-ის აღება გაუჭირდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.05.2021
პაველ ფელგენგაუერი - ისრაელ-პალესტინის ზავის პირობები დამოკიდებული იქნება იმაზე, ისრაელი ღაზის სექტორს „ჰამასისაგან“ სრულად გაწმენდს და მოისურვებს თუ არა ამჯერად მასზე კონტროლის აბასის ადმინისტრაციისთვის გადაცემას
დმანისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს
USAID და Gazelle Finance მცირე და საშუალო მეწარმეების და საქართველოში ეკონომიკის აღდგენის მიზნით ახალ პროგრამას იწყებენ
"კრედო ბანკმა" European Fund for Southeast Europe (EFSE) და Green for Growth Fund (GGF)-ისგან საქართველოს რეგიონებში მცხოვრები მიკრო და მცირე მეწარმეების მხარდასაჭერად 51 მილიონი ლარი მოიზიდა
“მეამა ქოლექთის” ყავის უნიკალური კოქტეილები ბათუმშია