რომან გოცირიძე - ჯერ ნიკა მელია, შემდეგ დანარჩენი - ეს არის თეზისი, რაც ამ მომენტისთვის პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ ჩამოაყალიბა

ჯერ ნიკა მელია, დანარჩენი შემდეგ - ეს არის თეზისი, რაც ამ მომენტისათვის პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ ჩამოაყალიბა, - ამის შესახებ პარტია “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განაცხადა.

გოცირიძის თქმით, შარლ მიშელის ინიციატივით გამოქვეყნებული დოკუმენტი არ არის უნაკლო, მის გარშემო პარტიაში არის აზრთასხვადასხვაობა და მსჯელობა გაგრძელდება. აქვე გოცირიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვიდრე ნიკა მელია ციხიდან არ გამოვა, პარტიისთვის დანარჩენ საკითხებზე საუბარი ძნელია.

“პარტიის პილიტსაბჭოში ასზე მეტი ადამიანია და ბუნებრივია, ერთი აზრი არ იქნება. ყველაფერი გაირკვევა მალე. მთავარია, რომ ნიკა მელია უნდა იყოს გარეთ და ის მოლაპარაკების პროცესში მძევლის როლში არ უნდა იყოს“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა