კახა ოქრიაშვილი - გაერთიანებული ოპოზიციის სახელით ხელი უნდა მოაწეროს ნიკა მელიამ

პარტია „პროგრესი და თავისუფლების“ ლიდერის, "ნაციონალური მოძრაობის" ბლოკის წევრის, კახა ოქრიაშვილის განცხადებით, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის შეთანხმებას , გაერთიანებული ოპოზიციის სახელით, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ უნდა მოაწეროს ხელი.

როგორც მან "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულებისას განაცხადა, "ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში ხალხი უკეთესად ვერ იცხოვრებს.

"ჩემი პოზიცია არის ძალიან მარტივი. თუ ხელის მოწერაა, გაერთიანებული ოპოზიციის სახელით ხელი უნდა მოაწეროს ნიკა მელიამ. უპირობოდ უნდა გამოუშვან და მან უნდა მოაწეროს ხელი. დოკუმენტი მე არ მომწონს, მაგრამ კომპრომისის და პოლიტიკური კრიზისის გადალახვის გულისთვის, შესაძლებელია განვიხილოთ ხელის მოწერა, მაგრამ ხელი უნდა მოაწეროს ნიკა მელიამ.

ჩემ თავს ვუსვამ კითხვას, მე რომ დღეს პარლამენტში შევიდე, 6 თვეში ჩვენი ხალხი უკეთესად იცხოვრებს? ვერ იცხოვრებს, სანამ "ქართული ოცნება" იქნება",-აცხადებს ოქრიაშვილი.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს ახალი წინადადება შესთავაზა. წინადადება ხუთ პუნქტს მოიცავს. მათ შორის არის, პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმული საკითხები და მომავალი არჩევნები.

დოკუმენტის თანახმად, ხელმომწერები ვალდებულებას იღებენ, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე, ამნისტიის საშუალებით და / ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს. კერძოდ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.

ამასთან, შარლ მიშელის წინადადების თანახმად, "ქართული ოცნების" 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების შესაბამისად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია "ქართული ოცნება" მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43% -ზე ნაკლებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო