ვიოლა ფონ კრამონი - სალომე ზურაბიშვილმა კრიზისის დროს თამამი გადაწყვეტილება მიიღო

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს Twiter-ის მეშვეობით ეხმაურება.როგორც ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელში წერს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თამამი გადაწყვეტილება მიიღო.

„კიდევ ერთი ნაბიჯია გასავლელი! მინდა შევაქო, „ქართული ოცნება“ და ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც საქართველოს ინტერესს უპირველესად აყენებენ და ხვალ შეთანხმებას ხელს მოაწერენ. სალომე ზურაბიშვილმა კრიზისის დროს თამამი გადაწყვეტილება მიიღო. ევროპარლამენტი მოუთმენლად ელის საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობას”, - წერს კრამონი.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მზადა, „მთავარი არხის“ მეწილე გიორგი რურუა შეიწყალოს, თუმცა ამისთვის გარკვეულ პირობებს აყენებს.

შესაბამისი განცხადება პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა.

„მზად ვარ მივიღო ჩემთვის ნამდვილად სკანდალური გადაწყვეტილება, ამ გადაწყვეტილებას ვიღებ მხოლოდ შემდეგი პირობით: ეს ნაბიჯი ამ კრიზისის დასრულებისთვის ბოლო აკორდი უნდა იყოს და გზა გაუხსნას იმას, რომ ყოველგვარი სხვა მოთხოვნის გარეშე ქვეყანა და პარლამენტი შეუდგნენ ნორმალურ პოლიტიკურ რეჟიმს და გამოწვევებთან გამკლავებას. ჩემი გადაწყვეტილება განხორციელდება მხოლოდ მაშინ, როდესაც პარტიები ხელს მოაწერენ საბოლოო დოკუმენტს და შევლენ პარლამენტში და მეორე მხრივ, ევროკავშირისა და აშშ-ს წარმომადგენლები გამოაცხადებენ, რომ შეთანხმება შედგა. ამ განცხადებიდანვე 1 კვირის ვადაში ხელს მოვაწერ შეწყალების აქტს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო