კელი დეგნანი - მადლობას ვუხდი მთავრობას და პარტიებს, რომ ხელს აწერენ პრეზიდენტ მიშელის მიერ მოწოდებულ შეთანხმებას, რომელიც კომპრომისზე იყო დამყარებული

მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას და პარტიებს, რომ ხელს აწერენ პრეზიდენტ მიშელის მიერ მოწოდებულ შეთანხმებას, რომელიც კომპრომისზე იყო დამყარებული,- ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ორბელიანების სასახლეში განაცხადა, სადაც ხელისუფლება და ოპოზიციური პარტიების ნაწილი შეთანხმებას აწერენ ხელს.

ელჩის თქმით, 6 თვის განმავლობაში მათ რთული მუშაობა გასწიეს.

„ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ თქვენთან ერთად ვიმყოფები აქ. ამ 6 თვის განმავლობაში რთული მუშაობა გავწიეთ. აშშ-ის სახელით მინდა მადლობა გადაგიხადოთ და მოგილოცოთ საქართველოს ეს წარმატება, რომ ქვეყანა იყოს აყვავებული. საქართველოს ჰქონდა ის პოლიტიკური გამბედაობა, რომ ამ პროცესში ჩაბმულიყო. მის მთავრობას და პარტიებს ვუხდი მადლობას იმისთვის, რომ ხელს აწერენ პრეზიდენტ მიშელის მიერ მოწოდებულ შეთანხმებას, რომელიც კომპრომისზე იყო დამყარებული. ეს არის საქართველოს დემოკრატიის განვითარების გზაზე გადადგმული ნაბიჯი და მისი გზა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. აშშ-ის სახელით მე მინდა თქვენ მოგილოცოთ და მადლობა გადაგიხადოთ ამისთვის“,- განაცხადა დეგნანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა