მამუკა ხაზარაძე - მინდა ვისურვო, რომ მომავალში პოლიტიკურ პარტიებს არ დასჭირდეთ ამდენი ხანი საკითხების შესათანხმებლად და ამდენი შუამავალი

„ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილ შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა. ორბელიანების სასახლეში მამუკა ხაზარაძემ ხელმოწერამდე მადლობა გადაუხადა ელჩებს მოთმინებისთვის. მან იმედი გამოთქვა, რომ ეს დღე გარდატეხის წერტილი იქნება.

„მინდა შევუერთდე გამომსვლელებს და მადლობა გადავუხადო ყველას მოთმინებისთვის. მინდა ვისურვო, რომ მომავალში პოლიტიკურ პარტიებს არ დასჭირდეთ ამდენი ხანი საკითხების შესათანხმებლად და ამდენი შუამავალი. მინდა ვისურვო, რომ დღევანდელი დღე იქნება გარდატეხის და შემოტრიალების წერტილი ჩვენი ქვეყნის სწრაფი განვითარების, რამეთუ ძალიან ბევრი წელი დავკარგეთ ერთ ადგილზე დგომით და უკან გადადგმული ნაბიჯებით. მინდა პერსონალური მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც წინა სცენაზე არ იდგა მოლაპარაკების დროს, მაგრამ ასრულებდა ძალიან დიდ ტექნიკურ და მხარდამჭერ სამუშაოს, რამაც დღევანდელი დოკუმენტი გახადა რეალობა, მინდა რომ საქართველომ გაიმარჯვოს და ჩვენი ქვეყანა იყოს ძალიან წარმატებული“,- განაცხადა ხაზარაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა