ორბელიანების სასახლესთან, სადაც შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია მიმდინარეობს, სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ

ორბელიანების სასახლესთან, სადაც ამ წუთებში ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლები შეთანხმების დოკუმენტს ხელს აწერენ, სამოქალაქო აქტივისტები - „მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრები მივიდნენ.

ისინი პოლიტიკური მხარეების მიერ შარლ მიშელის ჩართულობით შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეები დიპლომატებს მადლობას უხდიან, თუმცა, კატეგორიულად ემიჯნებიან გადაწყვეტილებას, რომელიც აღნიშნულ დოკუმენტზე ხელმოწერას უკავშირდება.

„ეს ადამიანები ამომრჩევლებს მათი ხმების დაცვას დაპირდნენ, მაგრამ ამ დაპირებას ვერ ასრულებენ, შესაბამისად, ისინი ღალატობენ საკუთარ ამომრჩევლებს. ჩვენი მოთხოვნა იყო ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და ეს მოთხოვნა ძალაშია“, - განაცხადა „მოძრაობა საქართველოსთვის“ -ერთ-ერთმა აქტივისტმა ლაშა ხუსკივაძემ.

კიდევ ერთი აქტივისტის განმარტებით, ქართველ ხალხს იმისთვის არ უბრძოლია, რომ პარლამენტში სალომე სამადაშვილი შესულიყო.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 05.05.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - მეჩვენება, რომ სააკაშვილი „ნაცმოძრაობის“ ტანზე მიბმული ლოდია, რომელიც მას ფსკერისკენ მიაქანებს
ნიკოლოზ მეტრეველი - ჩინეთი აღარ იმალება და იცდის
სინერჯი ჯგუფი კერძო კაპიტალის ოპერაციებში მონაწილეობისთვის (LBO) იურიდიულ პირებს იწვევს