შალვა პაპუაშვილი - შეთანხმებას ვაწერ ხელს იმიტომ, რომ 31 ოქტომბერს ქართველი ამომრჩევლების მიერ გაკეთებული არჩევანი ბოლომდე აისახოს საქართველოს პარლამენტში

ამ შეთანხმებას ვაწერ ხელს იმიტომ, რომ 31 ოქტომბერს ქართველი ამომრჩევლების მიერ გაკეთებული არჩევანი ბოლომდე აისახოს საქართველოს პარლამენტში , - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში, დოკუმენტზე "საქართველოს წინსვლის გზა" ხელმოწერის შემდეგ განაცხადა.

„მადლობა მასპინძლობისთვის ქალბატონო პრეზიდენტო, მადლობა პრეზიდენტ მიშელს და მადლობა ელჩებს იმ გაწეული შრომისთვის, რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში დაუღალავად ეწეოდით.

პირადად მე ამ შეთანხმებას ვაწერ ხელს იმიტომ, რომ 31 ოქტომბერს ქართველი ამომრჩევლების მიერ გაკეთებული არჩევანი ბოლომდე აისახოს საქართველოს პარლამენტში. ყველა ჩვენი ამომრჩეველი იყოს წარმომადგენელი ამ პარლამენტში, ვინაიდან, დღევანდელ რთულ ვითარებაში, როდესაც გარეთ პანდემიაა, მხოლოდ თანხმობით და მხოლოდ პარტიებს შორის თანხმობით შეიძლება ასეთი სიძნელეების დაძლევა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო